ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში

“ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში” – წერს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” ინიციირებით, შემოდგომაზე დაგეგმილი მოვლენები ნაადრევად განვითარდა, რაც სცენარის ავტორების და შემსრულებლების ლუსტრაციისა და მათი ქმედებების აღკვეთისთვის საკმარისი დროა. მეშველიანის თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია და მორიგ რევოლუციას არ დაუშვებს. “ვერ […]

“ყველაზე საცოდავი და სამარცხვინო მაშინ ხდება ხელისუფალი, როცა შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს – ეს დასასრულია” – თინა ხიდაშელი

“ყველაზე საცოდავი და სამარცხვინო მაშინ ხდება ხელისუფალი, როცა შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს – ეს დასასრულია” – თინა ხიდაშელი ყვე­ლა­ზე სა­ცო­და­ვი და ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო სწო­რედ მა­შინ ხდე­ბა ხე­ლი­სუ­ფა­ლი, რო­დე­საც შე­უძ­ლია, ადა­მი­ა­ნებ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბის, ცე­მის, შე­უ­რა­ცხყო­ფის ბრძა­ნე­ბე­ბი გას­ცეს. ეს და­სას­რუ­ლია! აქე­დან შე­მობ­რუ­ნე­ბა არ არ­სე­ბობს! – ამის შე­სა­ხებ “სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ ლი­დე­რი თინა ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. […]

„ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, აშშ შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას“ – ბაიდენი

ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, აშშ შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას. ამის შესახებ აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ამ ბომბების შედეგად ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და იმ სხვა გზებით, რომელთა სამიზნეც იყო დასახლებული პუნქტები. მე გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი შევლენ რაფაჰში, სადაც ჯერ არ შესულან, არ მივაწოდებ იარაღს, […]

„არაკეთილსინდისიერი ჯო „ჰამასის“ ტერორისტების მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს“ – დონალდ ტრამპი

არაკეთილსინდისიერმა ჯო ბაიდენმა, იცის თუ არა ეს, განაცხადა, რომ შეუჩერებს იარაღის მიწოდებას ისრაელს, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ ტერორისტების აღმოსაფხვრელად იბრძვის. ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას. მისი თქმით, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. „ჰამასმა“ მოკლა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ჩვილები და ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს ამერიკელები, […]

კიდევ რა გჭირდებათ, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს – ლექსმანი ბორელს და მიშელს მიმართავს

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ღია რეესტრის შექმნის დაანონსება, სადაც გეგმავენ იმ ადამიანთა შეყვანას, ვინც ონლაინ სივრცეში ხელისუფლებას აკრიტიკებს და მათვე აზრით, „სიძულვილს და ზიზღს აღვივებს“. ამის შესახებ ის X-ზე წერს. მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართა კითხვით, […]

ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეებზე თავდასხმებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი 8 მაისს მოქალაქეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს: „სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია […]

მირიამ ლექსმანი – ძვირფასო ჯოზეფ ბორელ და შარლ მიშელ, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის?

ძვირფასო ჯოზეფ ბორელ და შარლ მიშელ, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის, გაყინოთ ევროკავშირის სახსრები და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება შეაჩეროთ? – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ლექსმანი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის […]

ანა ნაცვლიშვილი – შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება – ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, სადაც წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე

პარტმუშაკი შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება. ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, ამ ბაზაში წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნის საჭიროება შეაფასა, ვინც სოციალურ ქსელში მუქარითა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამოირჩევიან. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რამდენი ბაზის შექმნაც არ უნდა აანონსონ, […]

ბერდია სიჭინავა – სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! – ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან – „ოცნება“ მოქალაქეებს ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება

სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! – ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება! ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, “ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. სიჭინავას თქმით, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ორი რამ გახდა ნათელი: – […]

ძალადობას სახელმწიფომ მკაცრად უნდა უპასუხოს – ომბუდსმენი 8 მაისის თავდასხმებზე

“მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე”. – ასე ეხმიანება სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აპარატი 8 მაისის ღამეს რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივ თავდასხმებს. “საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ […]