კარიერაში მესამედ – ნიკოლა იოკიჩი NBA-ს სეზონის MVP გახდა

2023/2024 წლების NBA-ს სეზონში MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა. “დენვერ ნაგეთსის” კალათბურთელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მესამედ მოიპოვა. ნიკოლა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მე-9 კალათბურთელი გახდა, რომელმაც MVP-ის ტიტულის სამჯერ მოგება მოახერხა. მიმდინარე სეზონში ნიკოლა იოკიჩი მატჩში საშუალოდ 26.4 ქულას, 12.4 მოხსნასა და 9.0 შედეგიან გადაცემას ასრულებს. სერბი კალათბურთელის გუნდი კი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “მინესოტა ტიმბერვულვზთან” სერიაში […]
პუტინმა 9 მაისის აღლუმი ჩაიბარა, სტუმრებს შორის არ იყვნენ ბჟანია და გაგლოევი

დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობდა 9 ათასზე მეტი სამხედრო, 79 ერთეული ტექნიკა და ავიაცია. აღლუმი ჩაიბარა რუსეთის არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „გამარჯვების დღეს“ უწოდა „ჭეშმარიტად სახალხო, წმინდა დღესასწაული“. სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის, გვინეა-ბისაუს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, […]
სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას აქვეყნებენ, რომლითაც 8 მაისს ღამით ანტირუსული პროტესტის მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხალხის სწრაფვას ევროპისკენ ხელისუფლების ძალადობა წინ ვერ უდგება. გარდა ამისა, ორგანიზაციები სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ ხელისუფლებისგან ყველა დაზარალებულს. “8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს […]
მოქალაქის თქმით, რუსული კანონის საპროტესტო მაისურის გამო, პოლიციამ სცადა მისთვის საჯარო სივრცეში გადაადგილება შეეზღუდა

“სოლიდარობის თემის” წევრი, ნესტან ანანიძე აცხადებს, რომ პოლიციამ სცადა, მისთვის შეეზღუდა რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერიანი მაისურით გადაადგილება საჯარო სივრცეში. უფრო კონკრეტულად, ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კიკვიძის პარკში ვარჯიშობდა მაისურით, რომელსაც ეწერა “არა რუსულ კანონს”, რა დროსაც მასთან პოლიციელი მივიდა და ტერიტორიის დატოვება სთხოვა. ანანიძის თქმით, მან უარი განაცხადა პოლიციელის უკანონო მოთხოვნის შესრულებაზე, რის შემდეგაც […]
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას

ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი, ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ,- ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რამდენიმე პირზე განხორციელებულ თავდასხმებს. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი მზად არიან ყველა დაზარალებულ პირს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ. […]
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო […]
ირაკლი კუპრაძე – გამოდით და ამოიღეთ ხმა ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ! – საქართველოს გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რომლის დაკვეთითაც ქვეყანაში ძალადობა ხდება

გამოდით და ამოიღეთ ხმა ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ – საქართველოს გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რომლის დაკვეთითაც ქვეყანაში ძალადობა ხდება, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ, გია ჯაფარიძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. კუპრაძე ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში […]
პოსტერები ოფისების და სახლების კედლებზე, წარწერები მანქანებზე – თბილისში სიძულვილის ახალი კამპანია დაიწყო

თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან სიძულვილის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების და “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, წარწერები და პოსტერები გაჩნდა. “ერის მტრები”, “ბოლშევიკები”, “ფულზე გაყიდულები”, “გრანტებით გაზრდილი აგენტურა” – არასრული ჩამონათვალია იმ ეპითეტების, რაც პოსტერებზე კონკრეტული ადამიანების ფოტოების გასწვრივ წერია. […]
“სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი” – იოსელიანი თავდასხმებზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებზე თავდასხმებს და აცხადებს, რომ ეს ქმედებები პოლიციისგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი. “სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების […]
ვუყურებ და მგონია, მართლა დაიჯერა პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათია და უმრავლესობა არ არსებობს

“ქვეყნის მოყვარული საზოგადოება თვალს ადევნებს ამ უზნეობას, თავგასულობას, ქართველობის აბუჩად აგდებას და მოთმინების ფიალა ევსება. უდიდესი ისტორიისა და კულტურის ერს წაუკითხაობა არ უხდება და არც თითის ქნევას არ არის მიჩვეული. დამოუკიდებლობა ჩვენი გენეტიკური მოთხოვნაა და ამისთვის თაობებს უბრძოლიათ. არც ამ თაობას გაგვიჭირდება ბრძოლა, თუკი საქართველოს დასჭირდა.”- წერს სოციალურ ქსელში მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე […]