დასავლეთის რევანშიზმი და პატივისცემა ჩინელ ხალხს – რაზე ისაუბრა პუტინმა 9 მაისის პარადზე

9 მაისს, როცა რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, ვლადიმირ პუტინი ტრადიციულად ჩატარებულ პარადზე სიტყვით გამოვიდა. პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს, ვეტერანებს, სამხედროებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეებს მიულოცა გამარჯვების დღე, რომელსაც რუსეთისთვის “ყველაზე მთავარი, ნამდვილად ეროვნული წმინდა დღესასწაული”. პუტინი კვლავ ირწმუნებოდა, თითქოს დასავლეთსა და უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებას ცდილობენ. რუსეთის პრეზიდენტმა “დასავლეთის ელიტები” რევანშიზმსა და […]
აქუბარდია: გარანტიას მე გაძლევთ, ვერც ენმ მართავს ქვეყანას ერთპარტიულად და ვერც ოცნება

სააკაშვილის დამცველი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს, ეს ფაქტია. ქართული ოცნება“კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა. ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი მთელ იმ პროცესებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს და რაც არ უნდა წარმოაჩინონ ახლა მიხეილ სააკაშვილი ბუად და დაერიონ კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ადამიანს იმ მოტივით, რომ ისინი არიან […]
კახა კალაძე კახა ალადაშვილზე – მე არ ვიცი, სად თამაშობდა – რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა

მე არ ვიცი, სად თამაშობდა (კახა ალადაშვილი). რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა, – ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელ კახა ალადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას რცხვენია, რომ 10 წელი კალაძესთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა და ძალადობა. […]
პარლამენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება

პარლამენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. 10 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მეორე მოსმენით – მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. იურიდიულ […]
ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, სოსო კოპალეიშვილთან, ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „სიონმა“ მემორიალთან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს მერიამ ერთჯერადად ფული […]
პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო […]
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება. მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს კვლევები უტარდება. „გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო „ზონდერები“ თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
რატი ბრეგაძე – ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ, რომ ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ?- თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა ეს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, ვინც ამ მიტინგების წინ დგანან

ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ იმას, რომ ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ? – თუ კი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა ეს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, ვინც ამ მიტინგების წინ დგანან. ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ ღამე […]
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გლობალური შეტაკება თავიდან აიცილოს, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომის ყველა მონაწილეს გმირები უწოდა. „ჩვენ ვზეიმობთ გამარჯვების დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში. მისი ყველა მონაწილე, ვინც ფრონტზე, საბრძოლო შეტაკების ხაზზე იმყოფება, ჩვენი გმირები არიან. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი გამძლეობითა და თავგანწირვით და თავდადებით. მთელი რუსეთი თქვენთანაა“, – განაცხადა პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე, სადაც „II მსოფლიო ომში“ გერმანიაზე გამარჯვების 79 […]
ისრაელის საელჩო – ჩვენი ღრმა პატივისცემა და მადლიერება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ნაცისტურ გერმანიასა და ფაშისტურ ძალებზე ევროპაში

ჩვენი ღრმა პატივისცემა და მადლიერება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ნაცისტურ გერმანიასა და ფაშისტურ ძალებზე ევროპაში. პატივს მივაგებთ ყველას ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ ღირსეულ ბრძოლაში,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. საელჩოს შეფასებით, დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ ანტისემიტიზმისა და რასიზმის მზარდ ტალღას, შეუძლებელია სათანადოდ არ შევაფასოთ გამარჯვების ეს […]