გორის მერია – გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო. „საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 79 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები. გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ერთი მონაწილეღა ცხოვრობს. ის გორის მუნიციპალიტეტის […]
Mundo Deportivo: შეთანხმება შედგა, “ბარსელონა” მსოფლიო ჩემპიონს უფასოდ იმატებს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონამ” გვიდო როდრიგესთან შეთანხმებას მიაღწია და 29 წლის არგენტინელი ნახევარმცველი მომავალი სეზონიდან “ბლაუგრანას” ფორმას მოიგებს. ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბ “ბეტისთან” კონტრაქტი ეწურება და “ნოუ კამპზეც” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. როდრიგესი არგენტინის ნაკრების წევრია და 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც ირგუნა. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა “ბარსელონა” 6-იანის პოზიციაზე გაძლიერებას ეცდება და იოზუა კიმიხის ან […]
უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აღდგენის საკითხებში საკვანძო ფიგურის გადადგომას

9 მაისს უკრაინის ვერხოვნა რადამ კენჭი უყარა და მიემხრო ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის და აღდგენის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ოლექსანდრ კურბაკოვის გადადგომას. აპრილში სოლსკი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მას მერე, რაც ის დააკავეს ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ მოიპოვა შვიდი მილიონი დოლარის საფასურის მიწა. შემდგომ მან გადადგომის განცხადება დაწერა. კუბრაკოვი, რომელსაც უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერის […]
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ დიაბეტურ ხაზზე იწყებს მუშაობას

საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ დიაბეტურ ხაზზე იწყებს მუშაობას, – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეკლა თალაკვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანია მუდმივად ასორტიმენტის გაფართოებას და ბაზარზე ახალი პროდუქტი შემოტანას ცდილობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი კონკურენტი კომპანიებითა და მომწოდებლებით არის გაჯერებული, მათთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „ჩვენთვის ძირითადად გამოწვევა არის ის, რომ სექტორში ტექნოლოგების […]
“პირბადეს ამოფარებული ვაჟკაცები” – მოძალადეები გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ

“პირბადეს ამოფარებული ვაჟკაცები” – მოძალადეები გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ ნიღბიანი მოძალადეები გუშინ ღამით გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ. ფოტოს სოციალურ ქსელში გელა ხასაია აქვეყნებს. “პირბადეს ამოფარებული ქართველი ვაჟკაცები გირჩი/დროას ოფისთან – საქართველო 2024 , გაფერადებული”- წერს გელა ხასაია. შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, […]
ანა ფოტიგა – საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. „საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში, სადაც „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფოტოს აზიარებს. როგორც ცნობილია, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან […]
ბაიდენი ისრაელს დაემუქრა, რომ ქალაქ რაფაჰზე იერიშისთვის იარაღს არ მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს დაემუქრა, რომ დამატებით შეუზღუდავს ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, თუ ის ქალაქ რაფაჰზე ფართო იერიშს დაიწყებს. ბაიდენმა ტელეარხ CNN-ს უთხრა, რომ აშშ რაფაჰზე იერიშისთვის ისრაელს იარაღს არ მისცემს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ისრაელის მთავრობის მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მკაფიოდ განუცხადა. ბაიდენმა თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მისი თქმით, ღაზის […]
მოქალაქე ამბობს რომ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო მაისურის გამო პოლიციამ პარკის დატოვება მოსთხოვა

მოქალაქე ნესტან ანანიძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ მას თბილისში, კიკვიძის პარკში ვარჯიშის დროს პოლიციელებმა ამ ადგილის დატოვება მოსთხოვეს იმ მაისურის გამო, რომელსაც აწერია “არა რუსულ კანონს.” იმ დროს, როცა ახალგაზრდა ქალი პარკში ვარჯიშობდა, იქვე იმართებოდა 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიება. “დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე […]
ჯანდაცვის ხარისხით საქართველო 90-ე ადგილზეა და რეგიონში ყველას ჩამორჩება

ჯანდაცვის ხარისხით საქართველო 90-ე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას international insurance-ი ავრცელებს. კვლევაში 104 ქვეყანა მონაწილეობდა და მიზნად ისახავდა ქვეყნების კლასიფიკაციას ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით. საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების რეიტინგში სინგაპური, იაპონია და სამხრეთ კორეა ლიდერობენ. ბოლო პოზიციებს კი ლიბანი, მონტენეგრო და გვატემალა იკავებენ. რაც შეეხება რეგიონს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო- 90-ე ადგილი სომხეთი- 68-ე ადგილი აზერბაიჯანი- […]
ამსტერდამში საკრუიზო გემების რაოდენობა შეიზღუდება

2028 წლისთვის ამსტერდამი გეგმავს საკრუიზო გემების რაოდენობის განახევრებას. ეს არის ოვერტურიზმის წინააღმდეგ ქალაქის მიერ გატარებული და დაგეგმილი ზომების ნაწილი. ამგვარად, ამსტერდამში შესვლის უფლება მხოლოდ 1150 გემს მიეცემა. 2023 წელს ქალაქში 2125 ლაინერი შევიდა. მთავრობა ელოდება, რომ ახალი ღონისძიებები ტურისტების რაოდენობას წელიწადში 271 000-ით შეამცირებს, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივებისთვის ნაკლები საცობები და ნაკლები პრობლემა იქნება. ამსტერდამი […]