„მისი მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს“ – ოქრიაშვილი ე.წ. „რუსულ კანონზე“

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს! პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ოცნების მმართველობის პირობებში რანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა […]

სომხური ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს

დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეებთან უფლის გამოცხადებასა და შემდგომ მის ზეცად ამაღლებას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლების დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ვაშაძე – ბიძინას ვეუბნები, ვერ შეინარჩუნებ ძალაუფლებას, მგონი, მართლა გაგიჟდი შენ! – მის გარემოცვას ვეუბნები, ფსიქიატრი მიუყვანეთ მაგ კაცს

ბიძინას ვეუბნები, ვერ შეინარჩუნებ ძალაუფლებას, მგონი, მართლა გაგიჟდი შენ! მის გარემოცვას ვეუბნები, ფსიქიატრი მიუყვანეთ მაგ კაცს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სისხლიანია და მმართველი გუნდის წევრებს რეალობასთან კონტაქტი საერთოდ დაკარგული აქვთ. „ვფიქრობ, რეჟიმი არის სისხლიანი. ვფიქრობ, რომ მათ დაკარგული აქვთ საერთოდ რეალობასთან კონტაქტი და […]

კათოლიკური ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკე ქრისტიანებს ამაღლებას ულოცავს. „სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა. ამის შემდგომ გამოიყვანა მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა“,- ნათქვამია […]

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაწყობა, შესაბამისად, პარტნიორების ქმედებები იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ

„ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაწყობა, შესაბამისად, პარტნიორების მხრიდან გზავნილები კიდევ უფრო დამძიმდება და გარკვეული ქმედებებიც იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით მდგომარეობაც უფრო დამძიმდება და ამიტომ, პროცესები მხოლოდ პარტნიორების გზავნილებით არ შემოიფარგლება. “ჩვენი მდგომარეობაც ქვეყნის […]

ოქრიაშვილი რუსულ კანონზე: მისი მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს

პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ოცნების მმართველობის პირობებში რანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა ოცნების მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა “მოსულა“. 2012 წელს ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ძალადობასთან მებრძოლი და ზედმიწევნით სამართლიანი […]

ყველაზე ზუსტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის – ფოტიგა თბილისში მომხდარ თავდასხმებზე

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში ოპოზიციის წევრებსა და აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ყველაზე ზუსტი დროა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს. გუშინ 8 მაისს უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათ შორის, 8 მაისს ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე […]

გიორგი შანიძე ეჭვობს, რომ ჩხრეკისას პოლიციამ ნივთები “ჩაუდო”

რეპრესიების მსხვერპლი 6 მომიტინგე ბრალის წარდგენას ელოდება. დაკავებულები ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გამოკეტილი. დიღმის იზოლატორში მყოფი გიორგი შანიძე ცოტა ხნის წინ მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. ადვოკატის თქმით, დაკავებულს აქვს ეჭვი, რომ მისი სახლის ჩხრეკის დროს, გარკვეული ნივთები “ჩაუდეს”. ამ ეჭვს შანიძეს უჩენს ის, რომ სახლის ჩხრეკას სამართალდამცველებმა არცერთი ოჯახის წევრი არ დაასწრეს. მისი დაკავება მოხდა […]

“კარი ღიაა, გელოდებით, საქართველომ საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს” – ჰერჩინსკი

“საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს” – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. “ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა, გელოდებით!” – აცხადებს ჰერჩინსკი და იქვე დასძენს, რომ დროა, საქართველომ საკუთარი მიზანი საბოლოოდ აისურლოს. საქართველოს მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს […]

“დროა, დასანქცირდეს ივანიშვილი” – ფოტიგა

“დროა, დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “X”- ზე ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა წერს და რეზოლუციის ფოტოს აქვეყნებს. გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ “მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი როლი იგმობა“. ევროპალამენტმა 25 აპრილს დაამტკიცა რეზოლუცია, რითაც ევროკომისიას მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას. სასწორზე დგას არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების […]