ვანდა ნარა OnlyFans-ის კონკურენტის რეკლამაში – სად და რა თანხის სანაცვლოდ შეძლებთ იკარდის მეუღლის თამამი ფოტოების ნახვას

“გალათასარაის” ფორვარდის მაურო იკარდის მეუღლემ და ამავდროულად აგენტმა ვანდა ნარამ პლატფორმა Divasplay-ს რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც OnlyFans-ის კონკურენტია. ამ სოციალური ქსელების მეშვეობით მომხმარებლებს აქვთ საშუალება ფულის გადახდის შემდეგ სხვა და სხვა მოდელებისა თუ პორნო ვარსკვლავების თამამი ფოტოები იხილონ. საინტერესოა, რომ Divasplay-ზე აქაუნთი უკვე ნარასაც აქვს და მისი ფოტოების გამოწერა 12 დოლარადაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ OnlyFans […]

რუსეთში, ბაშკირეთში გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე დრონით იერიში მიიტანეს

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში დრონით მიიტანეს. სამიზნე გაზპრომის კუთვნილებაში მყოფი სალავატნეფტეორგსინთეზის ობიექტი იყო. ინფორმაცია და შემთხვევის დამადასტურებელი ვიდეომასალა თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა, შემდეგ კი ბაშკირეთის მეთაურმა, რადიი ხაბიროვმაც დაადასტურა. ხაბიროვის თქმით, მოსკოვის დროით 11 საათზე უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ქალაქი სალავათის ეკონომიკურ ზონას, რის შედეგადაც მოხდა დაკვამლიანება. მისი მტკიცებით, დაწესებულება […]

ბაიდენის თქმით, თუ ისრაელი რაფაში შევა, ის უარს იტყვის ამ ოპერაციისთვის იარაღის მიწოდებაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 მაისს განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელს არ მიაწოდებს იმ საბრძოლო მასალებს, რომელთა გამოყენებასაც ისრაელი რაფაში სამხედრო ოპერაციაში შეძლებს. CNN-თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ისრაელის თავდაცვის მიმართ ერთგულია და გააგრძელებს თავდაცვითი საბრძოლო მასალების, მათ შორის “რკინის გუმბათის” საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო რაკეტების, მიწოდებას. თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ თუკი ისრაელი რაფაში […]

“საქართველო გარე ძალების დახმარების გარეშე შედის EU-ში” – თსუ რექტორის ციტატებს აქვეყნებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რექტორის, ჯაბა სამუშიას სტატიიდან ამონარიდები მოჰყავს. “ჩვენი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარი მისია განათლებული და მოაზროვნე მოქალაქეების აღზრდაა, რომელიც ეფუძნება კვლევას, განათლებას, ინოვაციას, ეს ყველაფერი კი თავისუფლების, მშვიდობის, თანასწორობისა და მშვიდობიანი მომავლის საწინდარია. ჩვენს კურსდამთავრებულებს თავისი წარმატებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში. 31 წელია […]

„ხელისუფლებამ ნაადრევად დაიწყო ჩვენება, როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას“ – NGO სექტორი

ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რამდენიმე პირზე განხორციელებულ თავდასხმებს. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი მზად არიან ყველა დაზარალებულ პირს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ. „8 მაისს, ღამე, ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად […]

„გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“, ასევე ცალკეული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებთან შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერები გააკრეს

„გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“, ასევე ცალკეული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებთან პოსტერები გააკრეს წარწერებით: „აქ ხურდავდება უცხოური ვალუტა“, „ნაცების მფარველები“, „ერის მტერი“ და ასე შემდეგ. ამასთან, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისში, პოსტერებთან ერთად, საღებავით არის გაკეთებული წარწერა: “აგენტები”. ასევე, დატანილია უცენზურო სიტყვები. რიგ დაწესებულებებზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების შენობებზე გაკეთებულია შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები, პოსტერებზე […]

გიორგი ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის დღე რუსულად აღნიშნა, თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ – გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათ-კვირას!

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის დღე რუსულად აღნიშნა. თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ – გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათ-კვირას და მოვიპოვოთ გამარჯვება! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ჩამოშლის პირასაა და გამარჯვება ძალიან ახლოსაა. მან მოქალაქეებს 11-12 […]

კახა ოქრიაშვილი – „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, არანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი […]

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში […]

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასულიერო პირებმა ომში დაღუპულებს პანაშვიდი გადაუხადეს. იოსებ ხახალეიშვილი სახლში ესტუმრა ქუთაისელ ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს და გამარჯვების დღე მიულოცა. „79 წელი გავიდა მეორე მსოფლიო […]