“დილით 08:30 ნახევარზე კარზე ძლიერი კაკუნია… არ შეგრჩებათ ეს ტერორი!” – ბელქანია

დილით 08:30 ნახევარზე კარზე ძლიერი კაკუნია და მძინარე დათუნას მაღვიძებს-დე, აქაც მივიდნენ?! მალადეც თქვენ!!! არ შეგრჩებათ ეს ტერორი! მეზობელი იყოოო მეზობელიიი!!

“სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ” – 50 არასამთავრობოს ერთობლივი განცხადება

50 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გუშინ, 8 მაისის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან. ისინი ყველა დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ: “ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას – წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა – აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი […]

უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე კუბრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პარლამენტმა ალექსანდრე კუბრაკოვი რეკონსტრუქციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერის და უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ალექსანდრე კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 272 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. ცნობისთვის, 9 მაისს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თავად კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მთავრობის […]

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ზეცად ამაღლებას ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სახარების თანახმად, აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სახარება ექადაგათ და შემდგომ, მათ თვალწინ, ზეცად ამაღლდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს […]

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებაში, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. „გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ორგანიზებით მოეწყო. ევროპის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. ტრადიციულად ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების […]

კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა, ის უნდა იყოს დაცული – ახალგაზრდებო, თქვენს ბრძოლაში ევროპული შინაარსი დაკარგულია და სხვათა მიერ დაგეგმილ ანტიქართულ გეგმას მიჰყვებით

კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა, ის უნდა იყოს დაცული – ახალგაზრდებო, თქვენს ბრძოლაში ევროპული შინაარსი დაკარგულია და სხვათა მიერ დაგეგმილ ანტიქართულ გეგმას მიჰყვებით “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა იყოს დაცული. მისი განცხადებით, ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს, ევროპული […]

„ივანიშვილის სანქცირებისთვის საუკეთესო დროა“ – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 8 მაისს თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. „საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში, სადაც „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფოტოს აზიარებს.

წაჩხურობა – წაჩხურუს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის დღესასწაული

დღეს წაჩხურობა – წაჩხურუს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის დღესასწაულია, ამ დღეს ევედრებიან შვილიერებისთვის. დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს. სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.აკვანი ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, […]

ჩიქოვანი კლინიკაში რჩება – კვლევები უტარდება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა – ენმ

ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაში რჩება. მას კვლევები უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს. 8 მაისს ჩიქოვანს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის მარტო იმყოფებოდა. ექიმის თქმით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება. გარდა ჩიქოვანისა, გუშინ თავს დაესხნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი […]

Georgian Airways-ი იანვარ-აპრილში 221%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა – სტატისტიკა

Georgian Airways-ი 2024 წლის იანვარ-აპრილში 149 624 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 221 %-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 46 548 მგზავრი გადაიყვანა. გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის იანვარ-აპრილში Georgian Airways-ი თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის […]