ოპოზიციური პარტიები ოფისებზე პლაკატების გაკვრის ამსახველ მასალებს ავრცელებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ავრცელებენ ვიდეო და ფოტომასალას, სადაც ჩანს, როგორ აკრავენ ნიღბიანი პირები 8-9 მაისის ღამეს მათ ოფისებზე პლაკატებს. “გვიან ღამით, “ქართული ოცნების” მიერ ჩვენს თანამოქალაქეებზე ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ, პარტია “ახალის” ოფისზე სუს-ის ნიღბიანმა თანამშრომლებმა, რომლებიც “შკოდას” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ზიზღის შემცველი პოსტერები გააკრეს და გააკეთეს წარწერები”. – წერს პარტია ახალი და ფაქტის ამსახველ ვიდეოს […]
ირანელ კინორეჟისორ მოჰამად რასულოფს გაროზგვა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორს, მოჰამად რასულოფს, განაჩენი გამოუტანა და გაროზგვა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისმა ადვოკატმა ბაბაქ ფაქნიამ 8 მაისს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მის კლიენტს მხოლოდ ხუთი წლით მოუწევს საპატიმროში ყოფნა, მაგრამ დაჯარიმდება და ქონებას ჩამოართმევენ. ფაქნიას თქმით, მოჰამად რასულოფი გაასამართლეს „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულების“ ბრალდებით. დასავლელმა უფლებადამცველებმა და კინომრეწველობის წარმომადგენლებმა დაგმეს […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი აღნიშნავს, ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ გმირები, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. „მარნეულში 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შევამკეთ. ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ გმირები, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის […]
ქეთი ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილს – მას შემდეგ, რაც მოიხსენით კეთილი მეცენატის ნიღაბი და გამოაჩინეთ რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი მოგეკითხებათ

მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე გამოჩნდით ჩრდილიდან, მოიხსენით კეთილი მეცენატის ნიღაბი და გამოაჩინეთ რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ახლა ყველაფერი თქვენ მოგეკითხებათ,- ასე მიმართავს ფონდ ,,ღია საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ხუციშვილი მიიჩნევს, რომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მიერაა ინიცირებული. „მინდა, პირადად […]
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა – შესაბამისი მემორანდუმი სოფიაში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა და ბულგარეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი სააგენტოს საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვენცისლავ ივანოვმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის […]
ანრიმ თავისი აზრით პსჟ-ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ მისი აზრით პსჟ-ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. “ვფიქრობ, კილიან მბაპე პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ის კლუბს დატოვებს, რადგან მის ისტორიაში შევიდა, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი“, – ციტირებს ანრის სიტყვებს Football Tweet. მბაპე პარიზული გრანდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და სავარაუდოდ, ამ ზაფხულს “რეალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ბოკუჩავა: მივმართავ საერთაშორისო მეგობრებს – მოქმედების დროა

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე თავდასხმებს ეხმაურება და საერთაშორისო მეგობრებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. ბოკუჩავამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული მუქარა, ძალადობა და შანტაჟი ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის “უსუსური მცდელობაა”. ბოკუჩავას თქმით, “გარდაუვალია, რომ რუსული მეთოდებით საკუთარ ხალხთან ბრძოლა ივანიშვილის მარცხით დასრულდება”. “საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, […]
„ომი გათავდა ხალხო და უკან ბრუნდება ორმოცდაერთ წელში ამ ცუდად მოკირწყლული შარაგზით წასული ჩემი სოფელი“

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე… ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან “მე ვხედავ მზეს” “ომი გათავდა, ხალხო ომი, ვეღარ იცნობ ჩვენს სოფელს, ქვეყნის ხალხი დაბრუნდა, გერასიმეს ბიჭი დაბრუნდა, ნინიჩკას ბიჭი დაბრუნდა, მინას ევგენი დაბრუნდა, ნოდარას მამა დაბრუნდა, ოტიას მამაც დაბრუნდა, ცალფეხა დაბრუნდა, მაგრამ მაგის ფეხს ვინ უყურებს, ვის უნდა მაგის ფეხი. ლუკაიას კუკურა არ დაბრუნდა, არც […]
დეკლარაციის მიხედვით, წილოსანი ნაღდი ფულის სახით 183 000 დოლარსა და 130 000 ლარს ფლობს

ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის დეკლარაციის მიხედვით, ის ნაღდი ფულის სახით 183 000 დოლარსა და 130 000 ლარს ფლობს. დეკლარაციის თანახმად, წილოსანმა 2023 წელს პარლამენტში ხელფასის სახით 53 449,92 ლარი აიღო. გარდა ამისა, 2023 წელს წილოსანს მშობლემა 83 000 დოლარი აჩუქეს. დეკლარაციის მიხედვით, წილოსანმა 2023 წელს ერთი შვილის სწავლასა და საცხოვრებელში 20 588,34 გირვანქა სტერლინგი […]
პუტინი: მოწინააღმდეგის დრონები ჩვენი მებრძოლების თავზე ბუზებივით დაფრინავენ

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეჭვი არ ეპარება, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ რუსეთი გაიმარჯვებს. ეს პუტინმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე თქვა. რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომს. კრემლმა დღეს, 9 მაისს გამოაქვეყნა სამხედრო მოსამსახურეებთან პუტინის შეხვედრის ამსახველი ვიდეო. კრემლის თანახმად, ეს შეხვედრა 7 მაისს, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა […]