რუსეთის მესაზღვრეები დატოვებენ სომხეთის რამდენიმე რეგიონს

რუს სამხედროებს და მესაზღვრეებს გაიყვანენ სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან – ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა 8 მაისს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე. ამის შესახებ სომხეთის ოფიციალური პირების განცხადებები დაადასტურა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. პესკოვის თქმით, “სომხეთის მხარის თხოვნით” რუსეთის მესაზღვრეები დარჩებიან სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებზე. საბჭოთა და შემდეგ რუს მესაზღვრეებს ეს […]
2026 წლისთვის “ბეჭდების მბრძანებლის” სამყაროზე ახალი ფილმის გამოსვლა იგეგმება

Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, დევიდ ზასლავმა თქვა, რომ 2026 წელს ბეჭდების მბრძანებლის სამყაროზე ახალი ფილმი გამოვა. Warner Bros. Discovery-ის დირექტორის თქმით, ფილმზე იმუშავებს ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის ტრილოგიების რეჟისორი, პიტერ ჯექსონი. ჯექსონს მისივე ცოლი, ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სცენარზე მუშაობაში დაეხმარებიან. უოლში და ბოიენსი წარსულში უკვე მუშაობდნენ ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის […]
კირილემ პუტინს სიცოცხლის ბოლომდე მმართველობა უსურვა – მოსკოვის საპატრიარქომ ეს ნაწილი ამოჭრა

მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურმა ამოჭრა პატრიარქ კირილეს მიმართვის ის მონაკვეთი, რომელშიც ის ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში ყოფნას “საუკუნის დასასრულამდე” უსურვებს – ანუ სიცოცხლის ბოლომდე. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, აღნიშნულ მონაკვეთს ყურადღება თეოლოგმა ნატალია ვასილევიჩმა მიაქცია. 7 მაისს პუტინის მეხუთე ვადით ინაუგურაციის შემდეგ, 7 მაისს კრემლში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მონაწილეობით საზეიმო ლოცვა გაიმართა. პატრიარქმა კირილემ […]
ლიდერი ქვეყნები მზის ენერგიის გენერაციაში

მსოფლიო განახლებადი ენერგიის წყაროებს წარმოუდგენელი სიჩქარით ითვისებს. დღესდღეობით, უამრავი სახელმწიფოსთვის, ენერგიის ამ წყაროს გამოყენება უკვე პრიორიტეტია. ქვეყნები ცდილობენ, გამომუშავებული ენერგიის უდიდესი წილი სწორად განახლებადი წყაროებიდან მიიღონ და საამისოდ შესაბამის სარეგულაციო და საკანონმდებლო ცვლილებებსაც ახდენენ. ეს კი თავის მხრივ ტექნოლოგიის მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განახლებად ენერგიებს შორის კი ყველაზე დიდი ადგილი მზის ენერგიას უკავია. 2023 წლის მონაცემებით, […]
,,გადავაჭარბეთ ყველანაირ ნიშნულს, რაც კი საქართველოში ტურისტის შემოდინების კუთხით გვქონდა” – გიორგი დოლიძე

,,გადავაჭარბეთ ყველანაირ ნიშნულს რაც კი საქართველოში ტურისტის შემოდინების კუთხით გვქონდა”, – ამის შესახებ HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროს ფასები წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით გაზრდილია. “ასეთი აპრილი არ გვქონია არც პანდემიამდე, საბედნიეროდ. საქართველოსთვის არის 4 პრიორიტეტული მიმართულება, საიდანაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის. ესენია: საუდის არაბეთი, საამიროები, […]
ბოკერია: სწორედ ოცნებაა ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც რუსეთთან არის შეკრული

ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა – “არ აგარევინებთ” და “გლობალური ომის პარტია” გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო – სინამდვილეში, სწორედ ქართული ოცნებაა ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც საკუთარ ხალხთან და ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებულია და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ ჩვენს მტერთან, რუსეთთანა შეკრული. გუშინდელი ნაბიჭვრული თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანზე, ლაშა ღვინიანიძეზე, არის საბუთი იმის, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის […]
კრამონი პაპუაშვილზე: 425 ევროპარლამენტარს აქვს სურვილი, მას ევროკავშირის ანაბანა აუხსნას

გაგვიმხელს ბატონი შალვა პაპუაშვილი, თუ ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას. თუ ისევ იტყუება ქართული ოცნება, წინა წლის მსგავსად, როდესაც პირობა გასცეს, რომ რუსულ კანონს ხელახლა აღარ წარადგენდნენ? წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე. 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ევროკომისია […]
საქართველოდან ცნობები სამწუხარო და შემაშფოთებელია – ესტონეთის საგარეო მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ცნობები, რომელიც საქართველოდან მოდის, სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამის შესახებ ის X-ზე წერს. „ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების შესახებ, „ხალხის მტრების“ სიების შედგენის წინადადებაზე და ქართველი ხალხის მიმართ სერიოზული შეურაცხყოფაზე სამწუხარო და შემაშფოთებელია. გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პერსონალური მონაცემები დაცული უნდა […]
გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა

ვფიქრობთ, საქართველოში არსებული ლიბერალური სამართლებრივი ჩარჩო და მიმზიდველი საავიაციო ბაზარი წაახალისებს ბულგარულ ავიაკომპანიებს, გააფართოონ ოპერაციების არეალი საქართველოს მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის განვითარებას. მსურს მოგიწვიოთ საქართველოში ბულგარეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობების შესასწავლად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა სოფიაში, […]
გიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმი შეშინებულია

თავდასხმები იმის საბუთია, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც თბილისში განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავარი და ერთადერთი ომის პარტია, თავად ივანიშვილის რეჟიმია. „ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა – “არ აგარევინებთ”, “გლობალური ომის პარტია” გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო – სინამდვილეში, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ძალადობრივი […]