Bloomberg-ი: რუს ბიზნესმენებს აქტივები ევროკავშირიდან რუსეთში გადააქვთ, საფრთხის მიუხედავად

მდიდარი რუსები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში აქვთ ბიზნესები და აქტივები, ცდილობენ თავიანთი ქონება გადაიტანონ რუსეთში, ან ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში, მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ რუსეთში ბიზნესის ნაციონალიზაცია განხორციელდება და თავს საფრთხეში გრძნობენ – იუწყება სააგენტო Bloomberg-ი. ანონიმურობის დაცვის პირობით სააგენტო ელაპარაკა რამდენიმე რუს ბიზნესმენს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს თავიანთი ბიზნესები და აქტივები რუსეთში. ორმა […]
საჰაერო განგაშის გამო, კიევში რობერტა მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა

კიევში საჰაერო განგაშის გამო, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა. მეცოლა და ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ეზოში ჟურნალისტების წინაშე ერთობლივ პრესკონფერეციას მართავდნენ, როდესაც საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპელ სტუმარს ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს, რაზეც რობერტა მეცოლამ უპასუხა, რომ ახლა მას უკეთ ესმის, რას განიცდიან უკრაინელები ყოველდღიურად. „ეს არის […]
„ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს” – გოჩა ჯავახიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „კომერსანტი” გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: „ ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით […]
მამუკა მდინარაძე – რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს, ამ სათაურის და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო

რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს, ამ სათაურის და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო – სათაკილო, დასამალი და ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ის შავბნელ და ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, […]
“ვირთხებს ჰგავდით… ტფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა, ეს რა გააკეთეთ…” – ჭოხონელიძე

ვირთხებს ჰგავდით, შეშინებულები, ნაყიდი, რაღაცნაირად დასუსტებულები და გაბოროტებულები რაც მთავარია და მშიშრები, თქვენ რა ძალა გაქვთ, 5 კაცი დაესიეთ ერთ კაცს? არ გრცხვენიათ? ტფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა, ეს რა გააკეთეთ, ასე როგორ გიყიდეს, ან ეს ყველაფერი ხომ ერთდღიანია? ის მშობლები არიან თქვენი მშობლები, ხახვზე და კარტოფილზე გაყიდულები და ხახვს ყურებზე თავად დაგაჭრიან.
“ამის შემდეგ – მკვლელობებია, პირდაპირი გაგებით” – გია ბუღაძე

ეგ განცდა მაქვს ხოლმე, ამის იქით რაღა უნდა გააკეთონ, მაგრამ, ეს ფსკერიც ძალიან ღრმაა, ჩადის და ჩადის. ამის შემდეგ – მკვლელობებია, პირდაპირი გაგებით, ღმერთმა დაგვიფაროს. რეალურად მათი ამოცანაა – არ შედგეს არჩევნები, ყველაფერზე წავლენ ესენი, გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას. ფსკერის ფსკერში ვართ და მოსალოდნელია უფრო ქვემოთ ჩასვლა, მაგრამ მთავარია არ შევშინდეთ.
“პროტესტი უნდა გაგრძელდეს რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე” – თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართვა

ევროპული საქართველოს წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელევს და რუსული კანონის საწინაანღმდეგო პროტესტა უერთდება: „მეგობრებო, ვინმეს თუ ჩემი ხედვა გაინტერესებთ, რეჟიმის ცვლილებას როგორ ვხედავ, ის აი ასეთია: 1. პროტესტი გრძელდება რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე (სექტემბერში ახალი ძალით ახლდება, თუ საჭიროა – არაა საჭირო დასუსტება მისი მუდმივობით) 2. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება რეჟიმის ცვლილების შემდეგ აუცილებელი […]
“არა სათაკილო, არამედ საამაყოა საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ეროვნულ საქმესაც ემსახურება” – მდინარაძის განცხადება

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს: „შემდეგი დაპირებული თემა: რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაური და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო. „უცხოური ძალის ინტერესების გატარება” ეს არის ფაქტის კონსტატაცია მაშინ, როდესაც ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება! არა თუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი […]
მინისტრ ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ „აგენტების კანონი“

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი ყოფილ სტუდენტს მიმართავს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი „გამოიჩენს სიბრძნესა და ძალას, რათა „უცხოეთის აგენტების კანონი“ დღის წესრიგიდან მოხსნას და მას აღარასოდეს დაუბრუნდეს“. ოტო ლუხტერჰანდი მკაცრად ფორმულირებულ ვრცელ წერილში მრავალი კუთხით აკრიტიკებს კანონპროექტს: · მიიჩნევს, რომ შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, · შეუსაბამოა ალიანსის პოლიტიკურ ღირებულებებთან, […]
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი პოსტს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით მიღებისა და დასავლეთთან ქვეყნის ხელისუფლების დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ პოსტს ტოვებს. „ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, – წერს იგი ფეისბუკზე. ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და […]