გიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე

ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს მიერ სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას.
გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ კატასტროფისა, რომელიც მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
„აქ მარტო წვრთნებზე არ არის საუბარი, წვრთნები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ასევე გვჭირდება ალიანსი თავისუფალ სამყაროსთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან და ნატო-ში გაწევრიანება, რათა დაცული ვიყოთ რუსული საფრთხისგან.
ამ რეჟიმის ნაბიჯები ამის საპირისპიროა, იზოლაციაში გვახვედრებს და მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. ომისა და საფრთხის მთავარი პარტია არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია საკუთარ ხალხთან და თავისუფალ სამყაროსთან, რითაც საქართველოს უზარმაზარი საფრთხე ექმნება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია