პუტინის საცხრამაისო გზავნილი: გაფრთხილება გლობალურ კონფლიქტზე

ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს დასავლეთი გლობალური კონფლიქტის საშიშროებაზე გააფრთხილა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არავის მიეცემა უფლება დაემუქროს მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ ძალას. უკრაინის ფრონტზე რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინული ძალების წინააღმდეგ წარმატებას აღწევენ. პუტინმა დაადანაშაულა “ამპარტავანი” დასავლური ელიტა იმაში, რომ მათ დაივიწყეს საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი […]
ევროკავშირის ელჩი: “დარჩით ევროკავშირის გზაზე!”

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოუწოდებს, დარჩეს ევროკავშირის გზაზე. “საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე, იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის, საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს. წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ […]
ფოტოფაქტი – დე ლიხტის გოლისას თამაშგარე არ იყო

“ბაიერნის” მცველი ნუსაირ მაზრაუი “რეალთან” მატჩის დასასრულს გატანილი გოლისას თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამას BeIN Sports-ის გრაფიკული გამოსახულება ადასტურებს. შეგახსენებთ, ჯოშუა კიმიხის გრძელი გადაცემის შემდეგ, მატეის დე ლიხტმა ანდრეი ლუნინის კარი დალაშქრა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა, მთავარმა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა კი შეხვედრა დაასრულა. ნამატჩევს დე ლიხტმა განაცხადა, რომ ლაინსმენმა შეცდომა აღიარა და ბოდიში მოუხადა…
სალომე სამადაშვილი – ყველა ღირსეულ დიპლომატს მოვუწოდებ, რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების შესრულებაზე უარი უთხრას

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, არ შეეშინდეთ ფაშისტური ხერხებით მოქმედი რუსული ხელისუფლების , – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის თეატრის წინ ქალი დეპუტატების მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი სწორედ იმისთვის დაარსდა, რომ ევროპულ კონტინენტზე ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომი იყო აღარ განმეორებულიყო და საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, მსგავს დაცულ სივრცეში შეაღწიოს. „მინდა […]
“ჩაბურული სუს-ის მანქანა იყო… მცემდნენ ჩემ სახლთან… ეს ნაგვები… ჩემ პატარა შვილებთან” – მუმლაძე თავდასხმის დეტალებზე

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე, მთავარ არხთან, მასზე ცოტა ხნის წინ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს და ამბობს: მარნეულის რაიონ სოფელ წერეთელში, ჩემს სახლში. ჩემ სახლთან რამდენიმე, 30-40 მეტრში გააჩერა “ქამრმა”, ჩაბურული იყო სუს-ის მანქანა. მე მივხვდი, რომ ესენი იყვნენ აქ ჩემს სათვალთვალოდ. დავიწყე ვიდეო გადაღება, რა დროსაც გადმოხტა 4 ნიღბიანი, თავს დამესხა და დამიწყო უმოწყალოდ ცემა. საბედნიეროდ, […]
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ ან გააკრეს პლაკატები?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები. “ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება […]
„ოცნება“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ ესწრება – კორძაია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში იმართება, არ მივიდნენ. ამის შესახებ მან დღეს, 9 მაისს, რუსთაველის თეატრის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს რუსთაველის თეატრში აღინიშნება ევროპის დღე. ევროკავშირის ელჩმა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოიწვია, მაგრამ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ღონისძიებას არ ესწრება […]
ვიმედოვნებთ, ჯერ კიდევაა დრო, რომ ის არ იქცეს კანონად – ჰერჩინსკი ,,რუსულ კანონზე”

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი სერიოზული გამოწვევაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ელჩმა ჟურნალისტებს ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განუცხადა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაში არაა ევროპულ ღირებულებებთან და იმედოვნებს, რომ ის კანონად არ იქცევა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის დროული შესრულების აუცილებლობაზე. “9 მაისი ტრადიციულად ევროპის დღეა. […]
მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის სწორი კანონი, პესკოვს და ლავროვს მოსწონთ, ამიტომ, არა რუსულ კანონს! – ბიზნესმენი

მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის სწორი კანონი, ხოლო პესკოვს და ლავროვს ძალიან მოსწონთ, მე ეს ბევრ კითხვას მიტოვებს და რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს!, – ამის შესახებ RENTALS & Eristavi Estates, მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა განაცხადა. „ძალიან მარტივად არის საქმე, ასე მარტივად მე მგონი, არასოდეს ყოფილა, რადგან ეს კანონი არის სწორი. მთელი ცივილიზებული […]
თინა ბოკუჩავა – ყველა ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ქვეყნის ევროპულ მომავალს

ძალიან სიმბოლურია, რომ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული ვიყავით ევროკავშირის ელჩის მიერ, არ არის წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიის არც ერთი წევრი იმიტომ, რომ ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტერესს , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ რუსთაველის […]