პუტინის საცხრამაისო გზავნილი: გაფრთხილება გლობალურ კონფლიქტზე

ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს დასავლეთი გლობალური კონფლიქტის საშიშროებაზე გააფრთხილა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არავის მიეცემა უფლება დაემუქროს მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ ძალას.
უკრაინის ფრონტზე რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინული ძალების წინააღმდეგ წარმატებას აღწევენ. პუტინმა დაადანაშაულა “ამპარტავანი” დასავლური ელიტა იმაში, რომ მათ დაივიწყეს საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლი ნაცისტური გერმანიის დამარცხების საქმეში და დაადანაშაულა ის კონფლიქტების გაღვივებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
“ჩვენ ვიცით, რას იწვევს ამბიციების მსგავსი მოჭარბება. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს გლობალური შეტაკება”, – თქვა პუტინმა წითელ მოედანზე გაკეთებულ მიმართვაში და დასძინა: “მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაგვაშინოს. ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში არიან”. პრეზიდენტის გამოსვლამდე, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხედრო აღლუმი ჩაიბარა, რომელიც მაისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი ქარბუქის ფონზე ჩატარდა.
დასავლეთი, უკრაინასთან და რუსეთის ბევრ მეზობელ სახელმწიფოსთან ერთად, თვლის, რომ პუტინის რუსეთი მიწების დაპყრობის იმპერიული ზრახვებით მოქმედებს და უკრაინას ქვეყნის დასაცავად, შეიარაღებით ეხმარება. ახლა ყირიმის ჩათვლით, მოსკოვი უკრაინის დაახლოებით 18%-ს და საქართველოს $20 პროცენტს აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს