პრემიერი – დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რაც ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთანაა დაკავშირებული, გადაილახება – საქართველო 2030 წლისთვის გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება. “1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა […]

თამარ კორძაია – ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპის დღის ღონისძიებას არ ესწრება, „ქართული ოცნებაა“ – ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც კი ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მომავალს

ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც კი ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს, ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ რუსთაველის თეატრის წინ ქალი დეპუტატების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. თამარ კორძაიას განცხადებით, ხელისუფლებას არ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა და გადასულია ტერორსა და ძალადობაზე. „დღეს […]

გიული ჩოხელი რუსულ კანონზე: უკან რატომ დააბრუნეთ? რატომ აღიზიანებთ ულამაზეს თაობას?

რუსული კანონი კი არა, მე რუსეთი არ მინდა და რუსული კანონი მენდომება? გამორიცხულია. პირველადაც და მეორეჯერაც ხომ გითხრათ ხალხმა, ულამაზესმა ახალგაზრდებმა – არ გრცხვენიათ, რომ უდგახართ ამ თაობას, რომელიც უკვე 2 კვირა, თუ 20 დღეა ამ სიცივესა და წვიმაში დგანან? – […] ეს არასწორი ქცევაა. გითხრეს ერთხელ, რომ არა. [რუსული კანონს] უკან რატომ აბრუნებ? რატომ […]

ევროპის დღეები წალენჯიხაში – “შინ ევროპისკენ”

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, დღეს, 9 მაისს ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში არასამთავრობო ორგანიზაცია NEOGENI-ს ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, ევროპის დღეების ფარგლებში, “შინ ევროპისკენ”- საქველმოქმედო აქცია და ლექცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წიგნების, ნახატების, ხელთნაკეთი სამკაულების გამოფენა -გაყიდვა. დამსწრე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ნეოგენის […]

“თუ ეს კანონი იქნება მიღებული, 27 წევრ ქვეყანას ექნება მკაცრი რეაქცია” – ელჩი

“ეს კანონი დიდი პრობლემაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იქნება ცვლილებები ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა სამართლებრივი დასკვნა, ჩვენ ველოდებით ამ დასკვნის გამოქვეყნებას, მაქვს იმედი, რომ პარლამენტარები არ მიიღებენ ამ კანონს ამ სახით, ეს გამოიწვევს ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს წარმატების მიღწევაში, ისე როგორც […]

ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ — ონლაინ მედიის განცხადება

„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას. ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, გაუმჭვირვალობაში, რუსული გავლენების გაზრდაში, სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობაში და ა.შ. შექმნილი ვითარება – ხელისუფლების […]

აქტივისტი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

ოპოზიციონერი აქტივისტი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის ამბობს, რომ ოთხი ნიღბიანი ადამიანი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი პირადი მობილური ტელეფონი წაართვეს. “ჩემ საცხოვრებელ სახლთან, დაახლოებით 40 მეტრში, მითვალთვალებდა ტოიოტა ქამრი, შავი მინებით დაბურული. დავიწყე ვიდეოს გადაღება, რომ გამეგო ვინ იყვნენ. ეს მანქანა გაიწია და გადმოხტა ოთხი ნიღბიანი, ძალიან დაკუნთული ტიპები და […]

ბოკუჩავა: ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ოცნების არც ერთი წარმომადგენელი არაა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროპის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა. ამის შესახებ მან რუსთაველის თეატრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქალმა დეპუტატებმა ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს. “ძალიან სიმბოლურია, რომ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული ვიყავით ევროკავშირის ელჩის მიერ, არ არის წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიის არც ერთი წევრი. იმიტომ […]

EU-ს პრესსპიკერი: დაშინება, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები მიუღებელია

საქართველო: დაშინება, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე მიუღებელია. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და მსგავსი ქმედებების გამოძიება.

„შეიძლება ეკონომიკური კრიზისიც იყოს, რადგან შეუძლებელია ამხელა რესურსების ჩანაცვლება სხვა მხრიდან“- თამაზ დაუშვილი

„რუსეთის გარდა დიდი პრობლემაა ისეთი გაურკვეველი ქვეყნებიდან წამოსული რაღაც ფინანსები, როგორიც არის ჩინეთი და აზიის ქვეყნები – ჩვენ ეს არ გვინდა“, – ამის შესახებ „დიოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამაზ დაუშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ევროპული ინვესტიცია დემოკრატიის გარანტიაა და ამასთან, შეუძლებელია იქიდან წამოსული რესურსების, ტექნოლოგიების, განათლების ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით. […]