რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი კრიტიკულ წერილს სწერს – დეტალები

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი ყოფილ სტუდენტს მიმართავს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ პროფესორი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი „გამოიჩენს სიბრძნესა და ძალას, რათა „უცხოეთის აგენტების კანონი“ დღის წესრიგიდან მოხსნას და მას აღარასოდეს დაუბრუნდეს“. „ახლა სხვა რამის გამო გწერთ, რაც ძალიან მაწუხებს“, – ასე იწყებს ლუხტერჰანდი წერილს და […]
ჰერჩინსკი რუსულ კანონზე: იმედს ვიტოვებთ, რომ სერიოზულად იქნება შეცვლილი

ჩვენ აქამდე ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ იმ ფორმით, როგორიც ახლაა, სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ არსებობს გზა ამ კანონპროექტის უკან გასაწვევად ან მის სერიოზულად შესაცვლელად. ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას იურიდიული დასკვნის გამოცემა სთხოვეს და ველოდებით ამ იურიდიული დასკვნის მალე გამოქვეყნებას – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საპარლამენტო […]
მარნეულში თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, გიორგი მუმლაძეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი მუმლაძეს, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გიორგი მუმლაძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მუმლაძის თქმით, ეს ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის, თავდამსხმელები […]
პაველ ჰერჩინსკი – ვხედავთ ძალადობას, ცემას, ეს უნდა შეწყდეს – ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ფორმის დაშინება, მუქარა, ძალადობა უნდა შეწყდეს. “ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო: ნებისმიერი ფორმის დაშინება, ნებისმიერი მუქარები და ნებისმიერი ძალადობა ნებისმიერ ვითარებაში აბსოლუტურად, აბსოლუტურად მიუღებელია, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რაც გენერალურმა დირექტორმა კოოპმანმა თქვა […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჯავახიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი სიგნალია – შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ყველა პროფესიონალმა არ გაიაზროს, რას ნიშნავს იზოლაცია დასავლეთისგან, ავტორიტარიზმის დამყარება – გადაქცევას რუსეთის ვასალად

სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ გოჩა ჯავახიშვილი ჩემოდნების ამოლაგებასაც ვერ მოასწრებს, რომ მას უკან მოუწევს დაბრუნება დიპლომატიურ მისიაში, ამჯერად არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის, არამედ ახალი კოალიციური მთავრობის პირობებში , – ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არსებულ ფონზე, შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ყველა პროფესიონალმა არ გაიაზროს თუ რას ნიშნავს საქართველოს […]
ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით შეიქმნას „ოქროს სია“

პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას „ოქროს სია“. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, „ოქროს სიაში“ უნდა შევიდეს ყველა საჯარო მოხელე, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას და ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა. “გამოვდივარ ინიციატივით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: შეიქმნას ოქროს სია. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთოს დეკლარაცია, რომ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც […]
ბათუმში აქციაზე “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” სტუდენტები იკრიბებიან

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საქართველოში მიღება შემაშფოთებელია, რადგან ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას აფერხებს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება ვალდებულია უმრავლესობის მოთხოვნა გაითვალისწინოს და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი უკან გაიწვიოს. ბათუმელი სტუდენტები ქუჩებში […]
ანა ნაცვლიშვილი – ყველა ღირსეული დიპლომატის, ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ღალატში

დიპლომატიურ კორპუსში არაერთი ღირსეული ადამიანია და ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და დადგებიან არა რუსეთზე გაყიდული ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოს მხარეს , – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობას დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფოს ღალატში არ მიიღოს […]
გიორგი მუმლაძე – 4 ნიღბიანი თავს დამესხა და უმოწყალოდ ცემა დამიწყო

ოპოზიციონერი აქტივისტის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მას მარნეულში, საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ. მისივე თქმით, მას მძიმე დაზიანება არ მიუღია, რადგან მეზობლები დაეხმარნენ და თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. როგორც მან აღნიშნა, ეს არის შიშის დათესვის მცდელობა, თუმცა „რომც მოკლან“ მაინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს. „მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში, ჩემს სახლთან 30-40 მეტრში გააჩერა „ქამრიმ“. ჩაბურული […]
სომხეთის პრემიერ მინისტრი მოსკოვში პუტინს ესაუბრა

სომხეთის პრემიერ მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა და დაშორებულ მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი ევრაზიული ეკონომიკური სამიტის შემდეგ მიიღო. მოსკოვის მიერ დომინირებულ ეკონომიკურ ალიანსის სამიტს ორივე მათგანი დაესწრო. მოლაპარაკებები პუტინის მეხუთე საპრეზიდენტო ვადის დაწყების აღსანიშნი ბრჭყვიალა ინაუგურაციის მეორე დღეს შედგა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მოკლე კომენტარების დროს პუტინმა თქვა, რომ ორმხრივი ვაჭრობა […]