ზურაბიშვილი: საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას

მინდა ვათქვა ერთი მაგალითი, ჩვენი ერთი ელჩი… თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქელაძის. დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არც ერთი პარტიის, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო […]

გიორგი გახარია – ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად იქცა, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა

დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იქცა იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს „მოიშორა“. „ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად […]

სომხეთში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” სომხური სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პროტესტის ლიდერია არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსთანიანი. ის აზერბაიჯანისთვის ტერიტორიულ დამთმობებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. დემონსტრანტები დედაქალაქისკენ კირანციდან დაიძრნენ, რომელიც პროტესტების ეპიცენტრი იყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ კირანცი და თავუშის რეგიონის სამი სხვა სოფელი იმ სასაზღვრო ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს, რომელთა აზერბაიჯანისთვის […]

ონლაინმედიები: ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ

ონლაინმედიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ეკისრება. “ქართულ ოცნებას რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას. ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, […]

კაპელო: ფეხბურთს “დორტმუნდის” სასწაული სჭირდება

1-ელ ივნისს, “უემბლიზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალი” და “დორტმუნდი” შეხვდებიან. მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკეთა: “თქვენც კი შეგიძლიათ თქვათ, ვინაა ფავორიტი. დიახ, ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ “რეალი” “დორტმუნდს” ყველა მაჩვენებლით სჯობნის. ახლა დიდი სენსაციები იშვიათად ხდება, თუმცა ფეხბურთს ისეთი სასწაულები სჭირდება, როგორიც “დორტმუნდია”. თუ გაიმარჯვებენ, მთელ ქალაქში […]

“დაზღვევის არ მქონე ტურისტებს პოლისის შეძენა საზღვარზე უნდა შეეძლოთ” – ია თაბაგარი

ტურისტებს საქართველოში შემოსასვლელად ჯანმრთელობის დაზღვევის აღება მოუწევთ – შესაბამისი წესი სავალდებულო ხდება. ამ მექანიზმის ამოქმედება ტურიზმის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის საფუძველზე უნდა ამოქმედდეს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1-ელ ივნისამდე დამტკიცდება. სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის აუცილებლობაზე საუბრობენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები. საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ამბობს, […]

“სულ გამო@ლევდნენ”; “ბელორუსს გადაასწრეს” – უჩა აბაშიძის სახლში ფორმიანები შევიდნენ – დეტალები

რადიო თავისუფლების ცნობით, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილის, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა მობილიზებული – ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ, რომლებსაც ფორმიანი პირები არ უხსნიან რა მიზნით არიან მის სახლში შესულები და არც თავად აბაშიძეს აძლევენ ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის საშუალებას. როგორც უჩას ძმამ, გოგი აბაშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ უჩა აბაშიძის სახლში ფორმიანი […]

ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს

ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. სცენაზე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩები. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ღონისძიება კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი […]

ბათუმში შეძახილებით – “არა რუსულ კანონს” მსვლელობა მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე სტუდენტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სიმბოლურად სანთლები აანთეს წარწერით – “ევროპა”. აქციის მონაწილეების თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი არ შეწყდება. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ძველ ბათუმში მსვლელობას აწყობენ შეძახილებით “არა რუსულ კანონს” “ჩვენი ადგილი ევროპაშია. ამ კანონით ცდილობენ რუსეთის იმპერიაში ჩვენს შეთრევას. აქ ვართ სტუდენტები ის თაობა, […]

პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დაცვის მხარე 5 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება. მისივე თქმით, ბრალდებულმა დაასახელა იმ პირების ვინაობა, ვინც აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ფული გადაუხადა. „მოცემულ […]