აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, სადაც პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან გადმოინაცვლა, სადაც პოლიცია იმყოფება. საცხოვრებელ სახლთან პოლიციას აქციის მონაწილეების წინ კორდონი აქვს გაკეთებული. ადგილზე მოვიდა უჩა აბაშიძის ადვოკატი გიორგი მახარაძეც, რომლის თქმითაც, ბლოგერი მას პირადად არ დაკავშირებია. ადვოკატი მის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა სამართალდამცველები მას შენობაში არ უშვებენ. უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ […]

ევროკავშირის ელჩმა მოქალაქეებს ქართულად მიმართა – ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ “საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია” – წინ საქართველო, წინ!

საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია – წინ საქართველო, წინ! – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ევროპის დღე მიულოცა. „დღეს, ტრადიციულად ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს, […]

პრეზიდენტი – დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას – ასეთი საქართველო, სინდისით, ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში

დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო სინდისითა […]

პოლიციელზე ძალადობაში ბრალდებულ კიდევ 4 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციელზე ძალადობაში ბრალდებული კიდევ 4 მოქალაქეს – ანდრეი რაუტბერგს, გიორგი შანიძეს, ვაჟა დურგლიშვილსა და ფრიდონ ბუბუტეიშვილს – სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მანამდე პატიმრობა შეუფარდეს გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს. კოლდარმა პროცესზე “ბრალი აღიარა”. “ისეთ ვითარებაში ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა. “კაპეზეზე” ყოფნის დროსაც, ვფიქრობდი, რომ არ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, რაც გავაკეთე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა”, […]

“ზღვა შეიძლება ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის რეზიდენციასთან, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა და მოუწოდა საქართველოს, შეინარჩუნოს ევროპული კურსი. “ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროპისკენ! შეიჯარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო, წინ!” – თქვა ელჩმა. სიტყვით გამოსვლისას, მან, ასევე […]

ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! – ელჩი

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს ევროკავშირის ელჩმა მიმართა და თქვა: “საქართველო წელს პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს […]

თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი“ ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

„საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. 1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დაფუძნებას.

,,ევროკავშირის გაფართოება მოხდება საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ მოსახლეობაზე” – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მხოლოდ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა ეაევროკავშირის შემდეგ გაფართოება საქართველოსთან ერთად. ამის შესახებ მან თბილისში, რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენს […]

რუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან მოსამართლემ 2 ციხეში გაუშვა – 4 აღკვეთის ღონისძიების მოლოდინშია

მაისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ექვსი აქტივისტიდან მოსამართლემ ციხეში ორი გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დაცვის მხარე 5 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ამ მომენტისთის დავით კოლდარის და გიორგი კუჭუაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა მხოლოდ. 4 პირი კი ამ დრომდე აღკვეთის ღინისძიების შეფარდებას ელოდება. კიდევ 4 დაკავებული ელოდება აღკვეთის ღონისძიებას. მათ შორის 19 წლის […]

“დადექით სიმართლის მხარეს” – რა ხდება უჩა აბაშიძის სახლთან?

„ახლაც გაქვთ არჩევანი, სიმართლის მხარეს უნდა დადგეთ. თქვენ მოგიწევთ მაგ კანონით ამ ქვეყანაში ცხოვრება“ – ამ სიტყვებით მიმართავენ აბაშიძის მეგობრები და მეზობლები პოლიციელებს. უჩა აბაშიძის სახლთან, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული ხმაურია, მეზობლები და აბაშიძის მეგობრები საპოლიციო ძალის მოქმედებებს აკრიტიკებენ. აბაშიძეს სამართალდამცავებმა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს. 9 აპრილს ჭყლეტვაში მოკვდა ხალხიო, მაგას გეუბნებათ თქვენი […]