ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებები დაიწყო

არა რუსულ კანონს – ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებები დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები ძალის გამოყენებით აკავებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ. ჭავჭავაძის გამზირზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით მივიდნენ.
“ნაცებს” გვეძახიან და ამ დროს ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა” – ნანკა კალატოზიშვილი

“ნაცებს” გვეძახიან და ამ დროს ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა” – ნანკა კალატოზიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა არ ცხრება მღელვარება კანონზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. საზოგადოების ნაწილი პროტესტს აქციაზე გამოხატავს. გაზეთ “კვირის თაობაზე” მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: – როცა უკვე ხმის ამოღების უფლებას არ გაძლევენ […]
მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ

ევროპის დღეს ჩემი მესიჯი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ცხადია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი საზოგადოების თქვენ სურვილს. ეს არის გზა ევროკავშირისკენ და ჩვენი საერთო მომავალი. ეს არის გზა ევროკავშირისკენ, რომელშიც თქვენს ქვეყანას მხარს დავუჭერთ.
თავს დაესხნენ „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძესაც

პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, თავდამსხმელებს მანქანა ელოდებოდა და ადგილი მისი საშუალებით დატოვეს. მისივე თქმით, თავდამსხმელებს პირბადეები და კაპიშონი ეკეთათ. „ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი კიდევ მანქანაში იჯდა. წამოვიდნენ ორი მხრიდან. მე და ჩელე ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ და მეც. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. ძალიან […]
პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის მონაწილეები დააკავა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიდიოდნენ, პოლიციამ სავალი გზიდან გადასვლა მოსთხოვა, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი, პოლიცია კი პერიოდულად აკავებს მომიტინგეებს. თავდაპირველად, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” […]
გიორგი გახარია – გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე დაკავებებს და სატელეფონო მუქარებს ეხმაურება. როგორც გახარია წერს, ადამიანებზე განხორციელებული სატელეფონო ზარები ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. “ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, […]
პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს

“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდეს. მათგან ოთხის [ანდრეი რაუტბერგის, გიორგი შანიძის, ვაჟა დურგლიშვილისა და ფრიდონ ბუბუტეიშვილის] საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა. მანამდე, პატიმრობა შეუფარდეს გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. სხდომაზე დაცვის მხარემ მინიმუმ 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს დაკისრება მოითხოვა, […]
სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს – უჩა აბაშიძის ძმა

სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დაკავებას მისი ძმა გამოეხმაურა. მისი თქმით, უჩა სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, ამიტომ ბევრი სათამაშო იარაღი აქვს და პოლიციამ მისი ბინიდან სათამაშო იარაღები გამოიტანა. “უჩა მოლაშქრეა, ყველამ იცის, მილიტარისტია… სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს…”. – თქვა უჩა აბაშიძის ძმამ. მისივე თქმით, უჩას დარეგისტრირებული იარაღებიც აქვს. “მათ შორის დარეგისტრირებული იარაღიც. როგორც მახსოვს, ორი […]
ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ

თავს დაესხნენ “ახალის” წევრს, ნოდარ ჩაჩანიძესაც – ინფორმაციას პარტიის წევრი თენგო თევზაძე ავრცელებს.
ბორის ჩელე ყურუას სასტიკად სცემეს

ბორის ჩელე ყურუას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ზურა გირჩი ჯაფარიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სასტიკად ნაცემია.