საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზის ფინალში იმღერებს. ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც თავისი საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია,ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი. წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში […]

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც მაისის თვეში წარმატება ელოდება

ახალი მთვარის ჰოროსკოპი მაისში გეტყვით, თუ რომელი ზოდიაქოს თანავარსკვლავედის წარმომადგენლისთვის იქნება ეს პერიოდი სრულიად ახალი და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი. კურო თქვენი ყურადღება მერყეობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოუთმენლობა ან იმედგაცრუება, განსაკუთრებით თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეაქციების კონტროლი. დაიმახსოვრე, რომ კონტროლის დაკარგვამ შეიძლება საყვარელ ადამიანებს იმედი გაუცრუოს ან საკუთარი მიზნები გააფუჭოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან […]

არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის ადგილას Ibis-ის ბრენდის სასტუმრო სავარაუდოდ 2025 წელს გაიხსნება – რა შეიცვალა პროექტში?

თბილისში, უზნაძის N14-ში Ibis-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო და ბოლო ინფორმაციით 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მშენებლობის დასრულების ვადის გახანგრძლივების შესახებ ხელშეკრულება ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ქონების მფლობელ შპს „ბეტა ფროფერთიზ“-ს შორის ზაფხულში გაფორმდა, სამი თვის წინ კი კიდევ ერთხელ კორექტირებული პროექტი შეათანხმა. „კორექტირებული პროექტის საფუძველი წარმოადგენს, ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის […]

ირაკლი კობახიძე – საპროტესტო აქციებში სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათი დიდი ნაწილი კი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან

გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში საუბრობს, რომლითაც, მისი თქმით, „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი […]

“პარი სენ ჟერმენი” კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, ქართველი ტრანსფერს მიესალმება” – RMC Sport-ი მოლაპარაკებების დეტალებზე წერს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “პარი სენ ჟერმენის” გარემარბი კილიან მბაპე დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის “რეალს” შეუერთდება. RMC Sport-ის ცნობით, ლუის ენრიკემ ფრანგის შემცვლელთა სია უკვე შეადგინა, სადაც მოწინავე ადგილს “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს. გამოცემა ირწმუნება, რომ ფეხბურთელის გარემოცვასა და პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. “ლუის ენრიკემ მბაპეს შემცვლელების სია უკვე […]

რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში წუხელ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხი ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „პირველი ქარხნის“ მიდამოებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქებების ხმების შემდეგ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ცეცხლი და კვამლი გამოჩნდა. „ტელეგრამ“ არხი Astra წერს, რომ ქარხნიდან ღამით თანამშრომლების ევაკუაცია […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 10 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ათივე დრონი ჩამოაგდო, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათი განმარტებით, დრონები ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს. საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა […]

უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქვეყანა საფრანგეთია

ზედიზედ მეხუთე წელია, რაც საფრანგეთმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს აჯობა და ევროპაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვის ცენტრი გახდა. Ernst & Young-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს, მხოლოდ უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული თანხით ქვეყანაში 1 194 პროექტი დაფინანსდა. მართალია, 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 5%-ით არის შემცირებული, თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, შედეგი ცალსახად უკეთესია. შედარებისთვის, 2023 წელს […]

ბლოგერი უჩა აბაშიძე უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულეს

დაკავებულია ბლოგერი უჩა აბაშიძე. გამოძიება მას კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. სამართალდამცავებმა ბლოგერისა და მისი მეუღლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის წინ დაასრულეს. თავად დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის, ღამით, უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულეს. ბლოგერი […]

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

10 მაისს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით […]