შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის […]

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ აღკვეთილია დედაქალაქზე დრონით შეტევა

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თანახმად, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. სობიანინი ტელეგრამზე წერს, რომ არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. მსხვერპლის და ნგრევის გარეშე დასრულებული შეტევის შესახებ იუწყება ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც. დამოუკიდებეკლი […]

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მეორე მოსმენით – მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. იურიდიულ […]

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ევროკავშირში?

ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტი 8%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 38%-ით შემცირებული. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ევროკავშირიდან 915,508.53 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 845,858.87 ათასი დოლარის. TOP-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირიდან იყიდა: · მსუბუქი ავტომობილები – 108,408.60 ათასი დოლარი, · ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 91,318.65 ათასი დოლარი, · სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 10 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ქსოვრელის, გუდამაყრის, დაისის, კნოლევის, ცისარტყელა, ჭიჭიკო ბენდელიანის, გიორგი სააკაძის, გურამიშვილის, გვაზაურის, ხვინგიას, რიონჰესის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ტრაქტორის, მექანიზაციის, ჯავის, მოლოკოვის, თორნიკე ერისთავის, […]

უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

უნგრეთმა და ჩინეთმა, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რამდენიმე ახალ შეთანხმებას, მათ შორს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებების გაფორმება ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სი ძინპინთან დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობას. „მინდა დავარწმუნო პრეზიდენტი, რომ უნგრეთი გააგრძელებს სამართლიანი პირობების […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომო დიდგორის, ბიძინა ბარათაშვილის, ზემოუბნის, წყაროსთავის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს შვეიცარიაში $220-მილიონიანი კომპენსაციის მისაღებად უჩივლა

საქართველოს ექს-პრემიერმა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს 200 მილიონი შვეიცარიული ფრანკის, ანუ 220 მილიონი დოლარის კომპენსაციის მისაღებად უჩივლა. საქმე ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის დაცვის მტკიცებით უშუალოდ შვეიცარიულ იურისდიქციაში 220 მილიონით უნდა ანაზღაურდეს. ეს საქმე არის ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში […]

დრონებით მორიგი შეტევა იყო რუსეთში, კალუგასთან მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ კალუგასთან, სადაც ნავთობგადამამუავებელი საწარმო „პირველი ქარხანა“ მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა SHOT-ი იუწყება ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. რამდენიმე ძლიერი აფეთქება შუაღამის შემდეგ მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ ქარხნის რაიონში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრის შესახებაც. მოგვიანებით ადგილობივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონში მდებარე „პირველი ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი არ […]

რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში წუხელ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხი ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „პირველი ქარხნის“ მიდამოებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქებების ხმების შემდეგ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ცეცხლი და კვამლი გამოჩნდა. “ტელეგრამ“ არხი Astra წერს, რომ ქარხნიდან ღამით თანამშრომლების ევაკუაცია […]