პარლამენტი დღეიდან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მეორე მოსმენით – მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. სპეციალურ […]

ჰეილი ბიბერი ორსულადაა – დიდი ხნის ჭორების შემდე, ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა სიმართლე გაამხილეს – Marao

ჰეილი ბიბერი ორსულადაა – დიდი ხნის ჭორების შემდე, ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა სიმართლე გაამხილეს – Marao მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ახალგაზრდა წყვილი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, პირველ შვილს ელოდება. ალბათ, ეს ინფორმაცია არაფრით გამორჩეული იქნებოდა სხვა მსგავსი სიახლეებისგან, რომ არა ის აჟიოტაჟი, რაც ამ ფაქტს უძღვოდა წინ – უკვე რამდენიმე თვეა, ფანები აქტიურად […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს უჭერს მხარს

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში აცხადებს, რომლითაც მისი თქმით, გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს. მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მიმართავს, თავიანთ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ […]

პრემიერ-მინისტრი „გულწრფელ ახალგაზრდებს“ ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გულწრფელ ახალგაზრდებს“ ღია წერილით მიმართავს. პრემიერი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე „კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები აქტიურობენ“, თუმცა, აღნიშნავს, რომ აქციებში გულწრფელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. პრემიერი სწორედ მათ მიმართავს, ასახელებს მაგალითებს, როდესაც, მისი აზრით, ამ ახალგაზრდებმა შეცდომები დაუშვეს და მოუწოდებს მათ, […]

ირაკლი კობახიძე – „ნაცის“ ტვინი ასეა მოწყობილი – ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს

არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილში აღნიშნა, რომლითაც, მისი თქმით, გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს. პრემიერი საუბრობს ერთ-ერთი მისთვის ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის „ფეისბუკ“-პოსტების შესახებ, რომელსაც არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია. „ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი […]

ირაკლი კობახიძე – გულწრფელ ახალგაზრდებს ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ – 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში საუბრობს, რომლითაც, მისი თქმით, „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს. მთავრობის მეთაური მიმართავს ყველა გულწრფელ ახალგაზრდას, რომელიც არასწორ გზას ადგას, რომ კრიტიკულად შეხედონ თავიანთ ნაბიჯებს, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ […]

ირაკლი კობახიძე – გულწრფელობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული, ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია

ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს; ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილში აღნიშნა, რომლითაც, მისი თქმით, გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს. პრემიერი საუბრობს ერთ-ერთი მისთვის ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის „ფეისბუკ“ პოსტების შესახებ, […]

პუტინი პრემიერად მიშუსტინს იტოვებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ისევ მიხაილ მიშუსტინი წარადგინა. დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, მიშუსტინის კანდიდატურას დღეს, 10 მაისს განიხილავენ. რუსეთის მთავრობა, რომელსაც მიხაილ მიშუსტინი 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, 2024 წლის 7 მაისს, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გადადგა, როგორც ამას რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს. 58 წლის მიშუსტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ფედერალური საგადასახადო სამსახურის დირექტორი იყო. პუტინის […]

„წელს პასკის ფასი 29 ლარია, თუმცა მომავალ წელს პროდუქციის გაძვირება მომიწევს“ – “ფუსფუსი”

საკონდიტრო „ფუსფუსის“ დამფუძნებელი, ნათია ყუბუსიძე BM.GE-თან სააღდგომო პერიოდში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ინგრედიენტზე ფასმა მოიმატა. მისივე ცნობით, პასკებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში არის ძალიან მაღალი, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, პასკების აღდგომის შემდგომ პერიოდში ცხობაც უწევთ. „შარშანდელთან ზუსტ შედარებას ვერ გავაკეთებ, რადგან წელს უკვე ოფიციალურად გავხსენი „ფუსფუსის“ კაფე და ცნობადობამ მოთხოვნის ზრდა […]

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლას მარტოც გააგრძელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასის დასამარცხებლად ბრძოლას სხვების დახმარების გარეშეც გააგრძელებენ და თუ საჭირო გახდება, შიშველი ხელებით იომებენ. ვიდეომიმართვაში, რომელიც 9 მაისს ღამით გამოქვეყნდა, ნეთანიაჰუმ გამოიყენა სიტყვები „ფრჩხილებით ბრძოლა” და დასძინა, რომ საბედნიეროდ, გამარჯვებისთვის აქვთ ფრჩხილებზე გაცილებით მეტი. ისრაელის მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირაში განაცხადა, რომ შეწყვეტენ იარაღით […]