Human Rights Watch-ი: პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე

ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ (HRW) აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც „გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”, ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი […]
შსს – უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ვაზნა – ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. „გვესმის ცალკეული სპეკულაციები გუშინ პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო […]
პრეზიდენტი – ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება. „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის […]
იაგო ხვიჩია – ახლა რომ შეამოწმონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნებათ IQ, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა ეცლება

ახლა რომ შეამოწმონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მე მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნებათ IQ, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა ეცლება. ახალი კვლევა რომ ჩაატარონ, მონაცემები, მგონი, პირიქით იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, აქცია იმისთვის არსებობს, რომ პარტაქტივიც იყოს, მაგრამ ამ აქციაზე რომ […]
„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული

დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები – ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას, – ამის შესახებ „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც „სტუდია მონიტორში“ განმარტავენ, გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე […]
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლონდონში Invictus Games 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაერთიანებულ სამეფოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პაატა პატიაშვილმა ლონდონში ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის გაუმჯობესების, თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და „ძლიერთა თამაშების ფონდის“ შემდეგი 10 […]
ისრაელმა რაფაჰიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოაგდო

ისრაელის რკინის გუმბათმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის ტერიტორიიდან გაშვებული ორი რაკეტა მოიგერია, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მანამდე, პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წუხელ ისრაელის ძალებმა რაფაჰი დაბომბეს. რაფაჰში მოსახლეობა და მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ძალების მიერ მეჩეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, ქალაქის საბრას რაიონში […]
ლევან ხაბეიშვილი – თავდასხმების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან – დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური – ყველაფრის ორგანიზატორები ხელისუფლებაში არიან

ცხადია, რომ ამას „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, ამას აკეთებს: დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს – ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის […]
ლევან ხაბეიშვილი – პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, შიგნით უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია და ხელისუფლება – არანაირი ლეგიტიმური უფლება ილაპარაკოს მოქალაქეებზე, მას არ აქვს

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება. ამიტომ არანაირი ლეგიტიმური უფლება ილაპარაკოს მოქალაქეებზე, ამ ადამიანს არ აქვს, – ამის შესახებ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე […]
სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, პოლიციაა მობილიზებული

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა გუშინ, 20:00 საათამდე მისცეს. ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, 10 მაისიდან სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება. არქიეპისკოპოსი გალასტიანი მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელია. ის […]