იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხებს აწესრიგებს. კანონპროექტით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი ამ აქტის მიღებისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ზოგადი […]

ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს კარგი ხარისხის თხილი 9 ლარამდე ეღირება“ – ასოციაცია

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს კარგი ხარისხის თხილი 9 ლარამდე ეღირება, – ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ გიორგი თოდუამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს თხილის ფასი თითქმის გაორმაგებული იყო. „თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს და ცოდნას, რომელიც უკვე დაგროვდა ჩვენს ინდუსტრიაში და სწორად ჩავატარებთ აგრო ღონისძიებებს მაღალ ხარისხზე ასეთი ფასი მომავალშიც […]

კოლექტიურ ნაცმოძრაობას არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვს და ამიტომ სურთ არჩევნებამდე ძალადობრივი მეთოდით შეცვალონ ხელისუფლება

“არჩევნები მოდის და მათ [კოლექტიურ ნაცმოძრაობას] არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვთ – მოლოდინი იმისა, რომ გაიმარჯვებენ და რაიმე შედეგზე გავლენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. გლობალური ომის პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რაიმე გზით შეცვალონ. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, […]

რაც ვერ შეძლეს ორი წლის წინ, სურთ ახლა – ოპოზიცია მეორე ფრონტის გახსნისთვის იბრძვის და ეს აწყობს დღეს როგორც დასავლეთს, ასევე რუსეთს

“რა მოხდება საქართველოში, თუკი შეძლო ოპოზიციამ ქუჩის არევა? აუცილებლად იქნება ომი, უკრაინიზაცია!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, დღეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აწყობს როგორც რუსეთს, ასევე, დასავლეთს. “თუკი ვინმეს მცირედით მაინც სჯერა, რომ ეს აქციები ან “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ, ან ევროპული გზისთვის არის, ცდება. ეს აქციები პირდაპირ […]

ხოშტარიას რუბლებით და რაუტბერგის ნარკოტიკებით რომ ქმნით საპროტესტო მუხტს – ამაში “ევროპა” დამანახეთ და ყველაფერს გავიგებ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია. ეს პირი პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში “სადახლოს” პუნქტის გავლით“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანდრეი ალექსანდრეს ძე რაუტბერგის მიმართ მიმდინარეობდა ოპერატიული საქმე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო […]

საკუთარ ხალხზე ძალადობა მიუღებელია და ამის წინააღმდეგ ხმა ყველამ უნდა ამოიღოს – რესან ქიქავა

„ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორის, რესან ქიქავას შეფასებით, მთავრობის მხრიდან ევროპელი დიპლომატებისადმი დაფიქსირებული მიუღებელი დემარშის პირობებში, ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი, რომლის წინააღმდეგ ხმა ყველამ უნდა ამოიღოს. ამის შესახებ „ექსპო ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. „ორი დღის წინ გავაცილეთ პოლონეთის ელჩი, რომელმაც თითქმის ათი წელი გაატარა საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ორმხრივ ურთიერთობებში. […]

ხელოვნური ინტელექტი გლობალურად ცვლის თამაშის წესებს – გიორგი პერტაია

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მსოფლიო პალატების ფედერაციის სამიტის “ბიზნესი საზღვრებს მიღმა” ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს. გიორგი პერტაიამ სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მცირე ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე. “ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უპირატესობები, რითაც სარგებლობდა მსხვილი ბიზნესი, დღეს ხელმისაწვდომი ხდება მცირე მეწარმეებისთვისაც. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეწარმეს შეუძლია სწრაფად დაამუშაოს და გააანალიზოს დიდი […]

ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში – თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გადადგომას ეხმიანება

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ეხება საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვებაზე, რაც გამჭვირვალობის კანონპროექტს უკავშირდება. “როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების – ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს […]

უკრაინის იუსტიციის მინისტრი შესაძლებლად მიიჩნევს 20 ათასამდე პატიმრის მობილიზაციას

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 000-დან 20 000-მდე პატიმრის მობილიზაციაა შესაძლებელი. ამის შესახებ BBC-ს განუცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ. უკრაინის პარლამენტმა 8 მაისს მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა გარკვეული ნაწილის ნებაყოფლობით მობილიზაციას. მათ შორის არ არიან განზრახ მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, ნარკოტიკების წარმოება-გასაღების და სხვა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები […]