“ჩვენ მოვუწოდებთ დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია” – აშშ–ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელს შეხვდა – მხარეებმა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები განიხილეს. დიპლომატიური უწყება შესაბამისს ორგანოებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმები. ელჩი დანიგანი შეხვდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”. განიხილეს ჩვენი ურყევი […]

აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა

მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სხვა საკითხბეთან ერთად, ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების […]

სენატორი რიში: ეს დაშინება უნდა შეწყდეს

შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობისა და მუქარის სამიზნე გახდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოში შემოთავაზებულ უცხო აგენტების შესახებ კანონს. ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ხმას უნდა მიეცეს გამოხატვის საშუალება. ეს დაშინება უნდა შეწყდეს.

გირჩი TV-ს თანამშრომელი, გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია

გირჩი TV-ს თანამშრომელი, გიორგი მოსიაშვილი, მოწმის სახით გამოკითხეს და გაათავისუფლეს. საქმე ეხება პროსახელისუფლებო მედიების, “იმედისა” და “POSTV”-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც, მათივე მტკიცებით, მოსიაშვილი “ძალადობრივი აქციების სცენარს” განიხილავს. “გირჩი – მეტი თავისუფლებაში” ამბობენ, რომ ჩანაწერი რამდენიმე თვის წინანდელი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაციაა. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმა პროსახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ჩანაწერი ყალბ ინფორმაციად მონიშნა. გიორგი მოსიაშვილს კრიმინალური პოლიციის […]

ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოს ეწვევა

“აგენტების კანონის” მესამე მოსმენით განხილვის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოს ეწვევა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იგი თბილისში ორშაბათს, 13 მაისს, ღამით ჩამოვა. ო’ბრაიენი შეხვედრებს სამშაბათს გამართავს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “აგენტების კანონის” მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს, 10:00 საათზეა ჩანიშნული. მანამდე, ო ‘ბრაიენი “ამერიკის ხმას” ესაუბრა საქართველოში […]

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს კანონპროექტი “უცხოეთის აგენტების” შესახებ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში “ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, “რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კვლავ […]

“მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებსა და ცემას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში” – გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიმართვა მთავრობას

“მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებსა და ცემას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში” – გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიმართვა მთავრობას გაერთიანებული სამეფოს საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს: „გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით დგო­მას, მისი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. მუ­ქა­რის შემ­ცველ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბებს, ცე­მას და პოს­ტე­რებს, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის […]

“გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე” – ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სცადეს

“გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე” – ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სცადეს რამდენიმე დღეა მთავრობის მხრიდან რუსული კანონის მოწინაანღმდეგეების მიმართს მუქარა და თავდასხმა მიმდინარეობს. “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ თავდასხმის მცდელობა მასზეც იყო: “მე­ო­რედ ჩა­მი­საფ­რდნენ დღეს, ამ­ჯე­რად დღი­სით “გირ­ჩი ტვ”-დან გა­მო­ვე­დი, მან­ქა­ნა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წინ მყავ­და და­პარ­კინ­გე­ბუ­ლი, […]

„გამომაქვს დასკვნა, რომ [კანონში] რაღაც შეიცვლება” – თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბიზნესთან 2.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელს თემურ ჭყონიას გამოაქვს დასკვნა, რომ ე.წ. “რუსულ კანონში” რაღაც ცვლილება იქნება, თუმცა ის ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა. თემურ ჭყონია 80-მდე ბიზნესმენიდან ერთადერთი იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულ მედიასთან შეხვედრის შესახებ კომენტარისთვს გაჩერდა. ბიზნესმენი თვლის, რომ დღეს მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ […]