„ბიზნესმენებს 3 კატეგორიად დავყოფდი“ – თედ ჯონასი

ამერიკელი ბიზნესიურისტი თედ ჯონასი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ დღეს ბიზნესმა მხარე უნდა აირჩიოს და ეს მხარე საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ერთგულება უნდა იყოს. ამის შესახებ, თედ ჯონასი „ანალიტიკა“–ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტად ბიზნესის ის კატეგორია აცოფებს, რომლებიც ქართული ოცნების მზეს იფიცებენ“. – მოგწონთ ბიზნესის პოზიცია? – რა თქმა უნდა […]

უკრაინამ განაცხადა, რომ მოიგერია რუსეთის მხრიდან გარღვევის მცდელობა ხარკოვის ოლქში

რუსეთის ჯარებმა სცადეს ახალი ფრონტის გახსნა ხარკოვის ოლქში უკრაინული პოზიციების გარღვევით, ხოლო კიევმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ეს მცდელობა მოიგერიეს, თუმცა ბრძოლები გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 მაისს, დილით ადრე განხორციელებულმა თავდასხმამ უკრაინული ჯარები არ დააბნია. “უკრაინა მათ დახვდა იქ ჯარით: ბრიგადებით და არტილერიით”, განაცხადა ზელენსკიმ და გაფრთხილება გამოთქვა, რომ მოსკოვმა […]

„ნუ დაგვიხოცავთ შვილებს! არა საბჭოთა მეთოდებით შვილების კვლას! არა რუსულ კანონს!” – იზა ომაძის ემოციური განცხადება

„ნუ დაგვიხოცავთ შვილებს! არა საბჭოთა მეთოდებით შვილების კვლას! არა რუსულ კანონს!” – იზა ომაძის ემოციური განცხადება „არა საბჭოთა მეთოდებით შვილების კვლას! არა რუსული მეთოდებით შვილების დარბევას! არა რუსულ კანონს! ნუ დაგვიხოცავთ შვილებს!“ წერს სოციალურ ქსელში იზა ომაძე, ნიკო კვარაცხელიას დედა. „დიახ, შინ ევროპისკენ, არა იმ სამყაროსკენ, სადაც პრიორიტეტი, საუკუნეებია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების წართმევა, წარმატების და […]

ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა. კახა კალაძემ ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად. „დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის […]

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობის საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა

2024 წლის 10 მაისს 17:00 საათზე შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა. საერთაშორისო ტენდერი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა” მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად 2024 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს” (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) […]

მამუკა ხაზარაძე – ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირების, მუქარის, თავდასხმების პროვოცირებას, ძალადობას ახორციელებს „ქართული ოცნება” თავისი ოფიციალური თუ არაოფიციალური სტრუქტურებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ასე იწყებოდა 90-იანებში საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, „რაც საბოლოოდ გამოუსწორებელი ტრაგედიით დამთავრდა, ქართველმა ქართველს ესროლა, მოხდა სამოქალაქო ომი“. „რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის ანალოგი ხდება ახლაც. ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ […]

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტორესა მოსი აცხადებს, აქცია-პერფორმანსი პროტესტის ერთ-ერთი გამოხატულებაა და ამისთვის პირველი გიმნაზიის წინ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლები „აამეტყველეს“. „გადავწყვიტეთ სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა. მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს ამ პერფორმანსით ვაჩვენოთ, რომ მათი ხმა ყველაზე დიდი […]

“თავდაცვის უფლება ყველას გვაქვს! აბა, მოგვივარდით თქვე არარაობებო – გაგინგრევთ თავ-ყბას” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: ამ ერთი შეხედვით უაზრო რეკვებს და გაუგონარ ტერორს ქუჩებში, სადარბაზოებთან, ოფისებთან ერთადერთი მიზანი აქვს: ულამაზესი, ძლიერი, უშიშარი და დაუღლელი ახალგაზრდული მოძრაობა გადაფარონ და ჩაანაცვლონ სამოქალაქო დაპირისპირებით. ამის დასტურად ისიც კმარა რომ სამართალდამცავები გამოძახებაზე არ რეაგირებენ. სამოქალაქო დაპირისპირება არ ეწოდება დაქირავებული სამედიცინო ნიღბიანი ნაძირლების მოქმედებას – აქ საზოგადოება მხოლოდ ერთ მხარესაა და მეორე […]

მეზვრიშვილი შსს–ს და პროკურატურის მაღალჩინოსნებს: “არ გამოვა მასე სოროებში ჯდომა, მაგ კომფორტის უფლებას არ მოგცემთ”

ადამიანებს უბრალოდ სახლიდან, ქუჩიდან აქრობენ და ოჯახის წევრებს საათობით უმალავენ სად ჰყავთ და რა სტატუსით? შსს-ში და პროკურატურაში იმ ხალხს მინდა მივმართო, ვისაც ადამიანის უფლებების დამცველის და პროგრესულის მანტია აქვს მორგებული და თავს იტყუებს, რომ ეს ყველაფერი არ ეხება: რა ფასი აქვს თქვენს არსებობას, თუ ძალაუფლებას იმისთვის მაინც ვერ იყენებთ, რომ ელემენტარულად მიეხმაროთ ხალხს? თუ […]

ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი – სტუდენტების პასუხი პრემიერს

“ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი” – ასე ეხმაურება “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” პრემიერის ვრცელ წერილს, რომელშიც ირაკლი კობახიძემ ორგანიზაცია კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობად” შერაცხა. “საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პიროვნება, ი. კობახიძე უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას ჩვენს ორგანიზაციაზე – ამბობს, რომ ვართ ნაცმოძრაობის შემადგენლობაში მყოფი ახალგაზრდები. აღნიშნული, რა თქმა უნდა, ემსახურება ნებისმიერი თავისუფალი პროტესტის ტარგეტირებასა და გაშავებას. ჩვენს […]