„კიევში აღკვეთილია ტერაქტები“ – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ კიევში ტერაქტები აღკვეთა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაკავებული არიან შემსრულებლები. „СБУ-მ წინმსწრებად იმოქმედა, ტერაქტის შემსრულებლებს საქმეზე წაასწრეს. ასევე შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რაც უეჭველად ადასტურებს რუსეთის კვალს,“ განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ. უკრაინის სპეცსამსახურს დეტალები არ უხსენებია.

„50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“ – Freedom House

Freedom House-ი 50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავენ ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს და სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზების მცდელობას. „ადამიანის უფლებათა დამცველები მთელ მსოფლიოში, ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს მთავრობის მცდელობებით, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის […]

ჯავახიშვილი: დღეს ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვეუბნება

ფრანგული გამოცემა Le Monde საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან, გოჩა ჯავახიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. 9 მაისს ქართველმა დიპლომატმა, გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს. ინტერვიუში დიპლომატი აღნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან მხარდამჭერი არასდროს ყოფილა და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი პრინციპებისა და ღირსების კარნახით. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა მან […]

ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ

„მშობლები შვილების ევროპის მომავლისთვის, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, – ამ ლოზუნგით ბათუმში ცენტრალურ პარკში მოქალაქეები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ „რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს აშორებს. „აჭარა ირჩევს ევროპას, არა რუსულ კანონს. ევროპა ერთობა სიყვარული და უსაფრთხოებაა ჩვენი მიზანი. მიუხედავად წვიმისა და სიცივისა […]

ქაშვეთის ტაძარი ღამით ღია აღარ იქნება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 2024 წლის 10 მაისს ქაშვეთის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი და „შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს“. „აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, — ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. დეკანოზი […]

ბაიდენი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს

ბაიდენი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აღნიშნული ინიციატივა აშშ-ის სტრატეგიული სექტორის ეკონომიკურად დაცვას ემსახურება, რათა ადგილობრივ ავტომწარმოებლებს უპირატესობა მიენიჭოს. საბაზრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას შესაძლოა ჩინეთისგან საპასუხო ზომები მოჰყვეს. მსგავს მდგომარეობაში აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები 2017-2021 წლებში იყო, როდესაც დონალდ ტრამპმა ჩინურ […]

“რაც შვილებს უნდათ” – ექსპო ჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიიდან მშობლების მარში დაიწყო

“რაც შვილებს უნდათ” – ექსპო ჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიიდან მშობლების მარში ევროპისთვის დაიწყო. აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან და შეუერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო მთავარ აქციას. მოქალაქეები ასევე იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან. ექსპო ჯორჯიადან დაწყებულია მშობლების მარშიც. “ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – კონგრესმენების წერილში წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან – ქვეყანა ახლა გზის გასაყარზეა

კონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან, ხაზი გასმულია ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, პირდაპირ წერია ლევან ხაბეიშვილის სასტიკ ანგარიშსწორებაზე, საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მხოლოდ ის იარაღი ეხმარება, რომელსაც გვაწვდიან და არა ის, რომელსაც აანონსებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას მხოლოდ ის იარაღი ეხმარება, რომელსაც აწვდიან და არა ის, რომელსაც აანონსებენ. მისი თქმით, ახლა ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი ანტისარაკეტო სისტემა არის ის, რაც უკრაინელების სიცოცხლეს იხსნის და უკრაინის ქალაქებსა და თემებს ცხოვრების საშუალებას აძლევს. „მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ჯარისკაცებს და უკრაინის გამძლეობას დროული მიწოდებით. ნამდვილად დროული. […]

ქეთევან თურაზაშვილი – დღეს საქართველოს ჰყავს ძალაუფლებას დახარბებული, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც უნდა წავიდეს! – ხელისუფლება მოძალადე რეჟიმად გადაიქცა

დღეს საქართველოს ჰყავს ძალაუფლებას დახარბებული, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც უნდა წავიდეს! – ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების” ერთ–ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს აგონიაშია და შეიძლება არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს. „დღევანდელი ხელისუფლება ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს, მათ შორის უიარაღო ახალგაზრდებს, სიფრიფანა გოგონებს და შშმ პირიც კი არ დაინდო. ადამიანებს სახლებში უვარდებიან, ადვოკატებს საქმიანობაში ხელს უშლიან, […]