ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტმა” ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ესპანეთის უმაღლესი ლიგის წევრია. ლაკორუნიულმა გუნდმა რანგით მე-2 ლიგა LEB Oro-ში პირველი ადგილი გაინაღდა, რითაც ელიტარული ლიგის საგზური მოიპოვა. ტურნირის ბოლო, 33-ე ტურში “ლეიმა ბასკეტს” სტუმრად “მელილასთან” ჰქონდა მატჩი, რომლის გამარჯვების შემთხვევაში პირველობას ინაღდებდა. ბურჯანაძის გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში ნაწვალები წყალში არ ჩაყარა, მთელი შეხვედრა მობილიზებულად ითამაშა და გამარჯვება მოიპოვა […]
დავით მათიკაშვილი – ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, თუმცა ნუ მოახდენს ამის პროპაგანდირებას, ნუ შეიტანს საგანმანათლებლო სისტემაში, ნუ აიძულებს ჩვენს შვილებს, რომ ეს რაღაც ტრენდი მოდური გახდეს

ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, თუმცა ნუ მოახდენს ამ ცხოვრების წესის სხვაზე თავსმოხვევას და პროპაგანდირებას, ნუ შეიტანს ამას საგანმანათლებლო სისტემაში, ნუ აიძულებს ჩვენს შვილებს და არასრულწლოვანებს, რომ ეს რაღაც ტრენდი, მოგონილი და მოფიქრებული სადღაც, გახდეს თითქოს მოდური, ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო […]
რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან

რესპუბლიკის მოედანზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში“ – ასე ჰქვია მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ და რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან, აუდიტორიებში შესვლასა და ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ და რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. სტუდენტები ამბობენ, რომ „დიქტატურულ პროცესს“ არ შეეგუებიან. ამასთან, ისინი თავიანთ ლექტორებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს კი მიმართავენ, პროტესტს შეუერთდნენ. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე […]
“სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იქ იგინება” – სადაა საჭირო გინება და სად – ზრდილობა? – პრემიერი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რომელიც გუშინ საღამოს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ყველა ჟურნალისტს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგია, ასე მიმართავდა: – ზრდილობა და კულტურა, თუმცა, არც ერთხელ არ განუმარტავს, კონკრეტულად, რას გულისხმობდა, პასუხად, ჟურნალისტ ეკა მიშველაძისა, რომელმაც მოასმენინა ოცნების გუნდის ერთ–ერთი ლიდერის, დიტო სამხარაძის აუდიო ფაილი, სადაც, ის იგინება, ამბობს: სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იქ იგინება, თქვენ მიხედეთ თქვენ ზრდილობას […]
ვემზადებით საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის – პროფკავშირი „ლაბორი”

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ აცხადებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ, საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, უკან გაიწვიოს კანონი. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონი რომელმაც დააპირისპირა საზოგადოება და უდიდესი ზიანი მოაქვს ამ ქვეყნისთვის. ჩვენი შეკრება მიიღოს გაფრთხილებად. მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, პროფკავშირის წევრებს დასაქმებულებს ჩვენ შეგვწევთ უნარი […]
“რაც შვილებს უნდათ!” – მშობლების მარში “ექსპო ჯორჯიადან” დაიწყო

ფოტო – მაუწყებელი „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყო. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დღეს წერეთლის გამზირზე შეიკრიბნენ მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ, საიდანაც იქ შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. ექსპო ჯორჯიასთან დღეს მშობლები შეიკრიბნენ შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაცია დღეს 19 საათზე სწორედ ევროპის მოედანზეა დაანონსებული. ევროპის მარშის მონაწილეები იქ ოთხი ლოკაციიდან მივლენ – ექსპო ჯორჯია, […]
“მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტების დაშინება და ძალადობა საქართველოში სამარცხვინო ტაქტიკაა” – ლიეტუვა

“მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა საქართველოში სამარცხვინო ტაქტიკაა, რომელიც ყოველთვის მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.”
პარტიები: რუსული კანონის შელამაზების ინიციატივები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

ოპოზიციური პარტიები ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ რუსულის შესახებ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივები რუსული კანონის “შელამაზების შესახებ” ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. “ქართული ოცნების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული […]
“ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“ – კახა კალაძე

“ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“ – კახა კალაძე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში კალაძემ გაიხსენა ერთი წლის წინ […]