WISSOL ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელმა პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა

WISSOL ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელმა პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა „დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ამ გამრუდებულ მიმართულებას გავასწორებთ და ერთად აღვასრულებთ ჩვენი თაობის მთავარ მისიას – გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. კეთილი მგზავრობა საქართველოს ამ გზაზე”. – წერს სალომე გველესიანი.

ხარკოვის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის იერიშებს, ასობით ევაკუირებულია

უკრაინის ხარკოვის ოლქში ასობით სამოქალაქო პირი გახდა იძულებული, თავისი საცხოვრებელი მიეტოვებინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბომბა რეგიონი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის უდიდეს ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადა. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა საარტილერიო და სხვა სახის იერიშების შედეგად. მოხდა 1700-მდე ადამიანის ევაკუაცია. უკრაინის გენერალურმა შტაბმა 11 მაისს დაასახელა 100-ზე მეტი ადგილი, […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – განცხადებები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა – ეს კანონი თავისი არსით და მოტივაციით რუსულია

ნებისმიერი განცხადება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა. ეს კანონი თავისი არსით და მოტივაციით არის რუსული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რუსულ კანონთან დაკავშირებით. ჭიაბერაშვილის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, […]

“გამომიგზავნე შენი ავაზაკები, მაგრამ გახსოვდეს, რაც ერთხელ მოგწერე” – ფადი ასლი ივანიშვილს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: “ბატონო ბიძინა, ახლა, როდესაც თქვენი ნამდვილი სახე საბოლოოდ გამოჩნდა, მოგმართავთ იმის მიხედვით, თუ რასაც წარმოადგენთ: თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში ყველას ატყუებდა – დაწყებული საკუთარი ამომრჩევლებით, რომლებიც 2020 წელს ჯერ თქვენი პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პრო-ევროპული […]

„ვისოლის” მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა- Marketer.ge კომპანიის მარკეტინგის დირექტორის, სალომე გველესიანს პოსტს ავრცელებს

„ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ. ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდისა და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე – მოციმციმე შუქურად, მთავარ გულშემატკივრად და ძალის მიმცემ ბრენდად ფორმირდებოდა. ვწუხვარ, რომ მოვლენები […]

BASSIANI: დავიკავებთ ქუჩებს – სრულ გამარჯვებამდე, დაიკავე ქუჩა შენც

კლუბი BASSIANI ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც BASSIANI-ს განცხადებაშია აღნიშნული, ისინი უერთდებიან დღეს დაგეგმილ საპროტესტო მსველობას და უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. “საქართველოში განვითარებული მოვლენები, საგარეო ვექტორის ცვლილება, უკანონო დაჭერები, ჩასაფრებები, ფიზიკურ თავდასხმები, ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, შანტაჟი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული ღირსების შემლახავი, ფაშისტური და […]

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე სიმაგრეებს ააშენებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი იწყებს მუშაობას აღმოსავლეთის საზღვრის შემდგომ გაძლიერებაზე, რადგან ქვეყანა ბელარუსიდან არალეგალური მიგრაციის მზარდი „ჰიბრიდული ომის“ წინაშე დგას. ტუსკს არ დაუზუსტებია დეტალები დაგეგმილი ქმედებების შესახებ და არც თანხების შესახებ, რომელიც გამოიყოფა, მაგრამ აღნიშნა, რომ ახალი სიმაგრეები „მთელი აღმოსავლეთის საზღვრის გასწვრივ“ განთავსდება და რომ როდესაც საქმე პოლონეთის უსაფრთხოებას ეხება, „არანაირი შეზღუდვა არ […]

ერევანში ათეულობით ადამიანი დააკავეს, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

ერევანში მინიმუმ 48 ადამიანი დააკავეს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის. სომხეთის დედაქალაქში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დაკავებები. პოლიცია დემონსტრანტთაგან ქუჩების გაწმენდას შეეცადა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა სტუდენტებსა და საპროტესტო გამოსვლების სხვა მონაწილეებს მოუწოდა, დაიწყონ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები“, რათა ზეწოლა გააძლიერონ ფაშინიანზე და აიძულონ ის, გადადგეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომას […]

ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების დროს დაიკეტება

ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების მსვლელობისას „ექსცესების თავიდან აცილების“ მიზნით დაიკეტება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ 10 მაისს, ქაშვეთის ტაძარში მომხდარი „ინციდენტის“ გამო, ტაძრის კარს საპროტესტო აქციების დროს, ღამით, ღიას აღარ დატოვებენ. „10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა […]

Lufthansa Boeing 777X-ის პროგრამის შეფერხებას ელოდება

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იენს რიტერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ელოდება შემდგომ შეფერხებებს პირველი Boeing 777-9 თვითმფრინავის მიწოდებაში. ავიაკომპანიას ახლა სჯერა, რომ პირველი მათგანი Lufthansa-ს ფლოტში 2026 წელზე ადრე ვერ შევა ანუ უფრო გვიან, ვიდრე Boeing-ის ამჟამინდელი გეგმაა. „ჩვენ აღარ გვჯერა, რომ პირველ თვითმფრინავს 2025 წელს მივიღებთ,“ – თქვა რიტერმა ჟურნალისტებთან საუბრისას Lufthansa-ს ღონისძიებაზე. […]