Nvidia ჩიპების უდიდესი დეველოპერი გახდა

Nvidia ჩიპების უდიდესი დეველოპერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას TrendForce-ი ავრცელებს. 2023 წელს, მსოფლიოს ტოპ ათი IC Design House-ის ერთობლივმა შემოსავალმა დაახლოებით $167,6 მილიარდს მიაღწია, რაც აღნიშნავს წლიურ ზრდას 12%-ით. ეს ზრდა კი ძირითადად განპირობებული იყო NVIDIA-ს მიერ, რომლის შემოსავლებიც 105%-ით გაიზარდა და $55.3 მილიარდი შეადგინა. TOP 10 ჩიპის დეველოპერი კომპანია შემდეგნაირად გამოიყურება;

„უცხოური უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთანაც შეიკრიბნენ – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ევროპის მოედნის პარალელურად, „უცხოური უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთანაც შეიკრიბნენ. მათ ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ამასთან, როგორც ცნობილია, ევროპის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა

ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. პროტესტის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. მანამდე ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან არაერთხელ მოუწოდეს, რომ ხვალ 22:00 საათზე პარლამენტთან მივიდნენ და მიმართეს სიტყვებით: „ერთად გავუთენოთ საქართველოს“. მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადონ. კერძოდ კი, თან იქონიონ საწვიმრები, ტელეფონის დამტენები, წყალი და ყველა ის ატრიბუტი, რაც მათ […]

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი პროტესტის ნიშნად გაფიცვას იწყებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი პროტესტის ნიშნად გაფიცვას იწყებს. როგორც მოძრაობა „მარტიანელების“ წევრები აცხადებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და ქართველი ხალხის პროტესტს უერთდებიან. მათივე თქმით, გაფიცვის უფლების ფარგლებში აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან. „მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება… არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო […]

დეკანოზი გიორგი მამალაძე – მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის

მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. დეკანოზის განცხადებით, დღეს მთელი საქართველო განაწყენებულია, რადგან ახლა საქართველოს მომავალი წყდება. „ჩემი ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოვედი იმიტომ, რომ […]

დანიის ელჩი: ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს

დანიამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. დანია, შვედეთი, ნორვეგია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ფინეთი მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მისი ამჟამინდელი კურსი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და უფლებებს.

დვალის და ქვილითაიას “აპოელი” კვიპროსის ჩემპიონი გახდა

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო, 36-ე ტურში „აპოელისა“ და „აეკის“ მატჩი 1:1 დასრულდა. „აპოელმა“ ისევე როგორც „აეკმა“ 73 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გაასწრო და ოცდამეცხრედ მოიპოვა ოქროს მედლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტადიონზე და ქალაქში „აპოელის“ გულშემატკივრებმა გამარჯვება ზეიმით აღნიშნეს. მასპინძელთა გუნდში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ კი 82-ე წუთამდე. დვალმა ტურნირზე 27 შეხვედრაში 3 […]

TOYOTA-ს მოგება გაორმაგდა

იაპონური ავტომწარმოებლის, Toyota-ს მოგება 100%-ით გაიზარდა. კომპანიის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ Toyota-მ 32 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ასვე, დაახლოებით 21%-ით არის გაზრდილი წლიური შემოსავალი და ის 290 მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში, ერთ წელიწადში კომპანიამ 9 მილიონ 400 ათასი ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც მსოფლიო რეკორდია.

ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები 12-13 მაისის ღამეს პარლამენტთან გაათენებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები 12 მაისს, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ, რათა ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ. აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, […]

ილიაუნის ლექტორები: თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი… ჩვენ ვუერთდებით მათ!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ თუ მათი სტუდენტები „აგენტების კანონის“ განხილვის გამო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, თავადაც შეუერთდებიან. „ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და […]