პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები, ოდნავ რაციონალური, საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც

პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები, ოდნავ რაციონალური, საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა იმ წინადადებას გაითვალისწინებს კანონში, რომელსაც მისი […]
მიხეილ სარჯველაძე – საზოგადოება ღირსია და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება – ოპოზიციამ და ხალხმა, ბევრი გააკეთეს, რომ სიტუაცია დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანონ

საზოგადოება არის ღირსი და უფლებამოსილი, ფლობდეს ინფორმაციას, რა საიდან იმართება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით დემოკრატია უპირველესად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები გააზრებულად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ეს არ უნდა იყოს მოდის კარნახით, არც ემოციების კარნახით. „მთავარი ტენდენცია, რომელიც ბოლო ხანებში შეიმჩნევა და ამაზე ბევრი […]
ტური 13: ჩემპიონის ფრე “თელავთან”

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დასრულდა. დღეს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, “დინამო ბათუმმა” შინ 1:1 ითამაშა “თელავთან”. დინამო ბთ 1:1 თელავი მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო ბათუმმა” “თელავთან” ფრედ ითამაშა და მესამე ადგილზეა. თელაველები კი მერვეზე არიან. სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, მაკსიმ მაიროვიჩმა ჩაჭრა მამუკა კობახიძის თავურით უკან დაბრუნებული ბურთი და ვარდნაში მოახერხა გატანა. ეს მაიროვიჩის […]
ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ომში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო. მან „განსაკუთრებით დაძაბული“ უწოდა მდგომარეობას დონეცკის ოლქში. მძიმე ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც, სადაც ასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა რუსეთის ჯარების იერიშების გამო. „დღეს ყურადღება ძირითადად მიმართულია ფრონტის ხაზზე, ვითარებაზე ჩვენს რეგიონებში, სადაც ყველაზე მაღალია რუსეთის საიერიშო მოქმედებების საფრთხე,“ თქვა ზელენსკიმ 11 მაისს […]
მდინარაძე აქციაზე: რასაც ვუყურებ, 20 000 ადამიანი ვერაფრით იქნება

რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში, რომ მოგინდეს, რომ გაბერო რაოდენობა ადამიანებისა, 20 000 ადამიანამდე ადიხარ. მაგრამ, რასაც ვუყურებ, ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ 6 3-ზე გაამრავლო, ხომ, არათუ ჭყლეტვა. მიახლოებით, არ ვიცი, 12-14-17, ამას ზუსტად ასე ვერ დათვლი, მაგრამ 20 000 ადამიანი ვერაფრით ვერ იქნება, იმ სიმჭიდროვის და ტერიტორიის გათვალისწინებით, […]
საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რჩება – საავტომობილო გზა გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი ამ დრომდე რჩება. მათი უმეტესი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ გადავიდა, რაც აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა. „არა რუსულ კანონს“ ამ მოწოდებით დღეს აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ამ […]
მიხეილ სარჯველაძე – ლუქსემბურგის და სტრასბურგის სასამართლოები ამბობენ, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი NGO-ების დაფინანსების შესახებ – ამ უფლების აყრისთვის იბრძვის ეს ხალხი?!

ლუქსემბურგის სასამართლოც, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი მართლმსაჯულების ინსტიტუციაა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ამბობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი NGO-ების დაფინანსების შესახებ. ამის შემდეგ, უბრალოდ რიტორიკულად დასვას კითხვა აქციაზე მდგომმა თითოეულმა ადამიანმა – რისთვის იბრძვიან? ის რაც ლუქსემბურგის და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საზოგადოების უფლებაა, ამ უფლების აყრისთვის იბრძვის ეს ხალხი?! […]
თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, მათ მხარს დავუჭერთ – ილიაუნის ლექტორები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ლექტორ-პროფესორები მხარს დაუჭერენ და შეუერთდებიან მათ ამ პროცესში. “ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ […]
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად გაფიცვის რეჟიმში გადადის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად გაფიცვის რეჟიმში გადადის. როგორც მალხაზ ნაკაშიძე აცხადებს, საქართველოს მთავრობა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულია და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „მე როგორც ბსუ-ს პროფესორი, ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით პირველი ჟან მონეს კათედრის (EUCONST) დამფუძნებელი, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ფლორენცია) […]
აქციის მონაწილეების ნაწილმა ევროპის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა

აქციის მონაწილეების ნაწილმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა. ევროპის მოედანზე აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტთან გადანაცვლების შესახებ მოწოდება არ გაკეთებულა, თუმცა მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა პარლამენტთან წასვლა. რაც შეეხება ევროპის მოედანზე გაკეთებულ მოწოდებას, სიტყვით გამომსვლელებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს, რომ ხვალ პარლამენტის შენობასთან ღამე გაათენონ და ამგვარად მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ […]