კვირას, 12 მაისს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტთან ღამისთევა იგეგმება

ევროპის მოედანზე ათობით ათასი დემონსტრანტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებმა კვირა საღამოს, 12 მაისს, მორიგი, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაცია და ღამისთევა დააანონსეს. ორშაბათს, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. კომიტეტის სხდომა დილის ცხრა საათზეა დანიშნული. „ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ამდენი და კიდევ მეტი უნდა […]

ლადო აფხაზავა – აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი – ჩვენ ქართველები პატრიოტები გავზარდეთ!

ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია – 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ, – ასე მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ. მისივე ინფორმაციით, სტუდენტებმა ორშაბათიდან აუდიტორიებში არ შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. „დღეს ჩვენი ხელისუფლებაა შეშინებული, თორემ თქვენ [აქციის მონაწილეებს] რა გიგავთ შეშინებულის?! ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის […]

აზაროვი და გოჩოლეიშვილი “შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურში „შახტარმა“ უახლოესი მდევარი კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. „შახტარმა“ ზედიზედ მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვა და მეთხუთმეტედ დაეუფლა ოქროს მედლებს. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა 71-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო. „შახტარი“ 15 მაისს, თასის ფინალში, როვნოში „ვორსკლას“ დაუპირისპირდება. შახტარი – დინამო 1:0 გოლი: სუდაკოვი (33, პენ) […]

მდინარაძის აზრით, აქციაზე „20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება“ — ნახეთ კადრები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, „20 ათასამდე ადამიანიც ვერ იქნება“. ამის შესახებ მდინარაძემ მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც წამყვანი მიანიშნებდა, თითქოს აქციაზე ხალხის რაოდნობა არ არის დიდი. მამუკა მდინარაძემ სატელეფონო ჩართვისას თავისი მოსაზრების ასახსნელად გამოიყენა აქციებზე ადამიანთა რაოდენობის დათვლის კლასიკური მეთოდი, თუმცა ფაქტები მანიპულაციურად აღწერა. […]

ევროპარლამენტარები ჰერჩინსკის „ევროპის დღეების“ „ოცნების“ ლიდერებთან ერთად გახსნის გამო აკტირიკებენ

ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და მირიამ ლექსმანი აკრიტიკებენ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის აქტივისტებზე თავდასხმის ფონზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, რუსული კანონის მომხრე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამოჩენის გამო. „გაოგნებული ვარ — ევროკავშირის ელჩი ლენტს ჭრის მათთან ერთად, ვინც რუსეთის კანონს იცავს, თავს ესხმის მომიტინგეებს, სცემს ოპოზიციის ლიდერებს და ემუქრება აქტივისტებს? რა სახის გზავნილს უგზავნის ეს და ამ […]

მერიაში განმარტავენ, რომ თბილისის მეტრო ჩვეული რეჟიმით მუშაობს და შეფერხება არცერთ სადგურზე არ ფიქსირდება

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ თბილისის მეტრო ჩვეული რეჟიმით მუშაობს და შეფერხება არცერთ სადგურზე არ ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მედიაში მეტროს შეფერხებით მუშაობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს. “მეტროსადგურ “300 არაგველზე”ესკალატორები არ გაჩერებულა, მუშაობს ჩვეულებრივ. რაც შეეხება მოცდის ინტერვალს, ღამის საათებში ყოველთვის იზრდება”, – აღნიშნავენ მერიაში.

ლაშა ბუღაძე – ხვალ, ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე, პარლამენტის წინ ჩვენ უნდა ჩავხედოთ 83 დეპუტატს თვალებში! – რაც ბევრი ვიქნებით და არ დავიღლებით, უფრო მალე გაიტანენ უკან რუსულ კანონს

უნდა ჩავხედოთ ამ 83 დეპუტატს თვალებში! არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ხვალ საღამოს, 22:00 საათიდან შევიკრიბოთ ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე, პარლამენტის წინ! – ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ ევროპის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო ბევრი ვიქნებით და […]

გია ჯაფარიძე – არ გვეშინია, არ ვიღლებით, ვართ ურყევები, ვართ მტკიცე იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის მორალი, ჩვენს მხარეს არის სამშობლო, ჩვენ გვაქვს ევროპული მომავალი

ხალხო, არ გვეშინია, არ ვიღლებით, ვართ ურყევები, ვართ მტკიცე იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის მორალი, ჩვენს მხარეს არის სამშობლო, ჩვენ გვაქვს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარმა გია ჯაფარიძემ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს იმ სივრცის ნაწილი, სადაც არის სამართლიანობა, მორალი, მშვიდობა, […]

ხვალ, 22 საათიდან, გავათენოთ საქართველოსთვის – გზავნილები ევროპის მოედანიდან

ფოტო – ტვ პირველი ევროპის მოედანზე მრავალათასიანი აქცია დაიწყო – ევროპული მარშის მონაწილეებს პოეტმა ლაშა ბუღაძემ მიმართა და თქვა: “ორშაბათს ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად […]

ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა – ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო ვის აჰყევით იცით? – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა: „ჯერ პარადოქსი ის არის, ვინ გელაპარაკება, ვინ ცდილობს ოკუპანტი ქვეყნის იარლიყი მოგაკეროს?! ამ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო ვის აჰყევით იცით, ომიდან ორ თვეში ვინც საქართველოსა და ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა. სტრატეგიული ობიექტები მიყიდა რუსეთს და საქართველოს […]