გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გორში გამართა და მოსახლეობას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო. “საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ფაქტობრივად გადის ბოლოში, ჩვენ, 10 შეხვედრა გავმართეთ, სადაც საქართველოს […]
თბილისის სატრანსპორტო კომპანია – თბილისის მეტრო მუშაობას და მგავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. თბილისის მეტრო მუშაობას და მგავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რატი იონათამიშვილი – მთავარი მავნებლობა არ გამოგვრჩეს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან, პოლიციას მოუწოდა, არ იძალადოთო და აქციის მონაწილეებს – არა! გამოდის უთხრა, თქვენ იძალადეთო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კომენტარიც კი ზედმეტია ვეტოს მოტივაციაში შენიშვნების დაწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარზე. დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მხოლოდ პოლიციას მოუწოდა, არ იძალადონ, ხოლო აქციის მონაწილეებს კი არა, რაც მისი შეფასებით, „მთავარი მავნებლობაა“. “ერთი მთავარი მავნებლობა არ […]
ანრი ოხანაშვილი – კიდევ ერთხელ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ დავაზღვიოთ მომდინარე რისკები და საფრთხეები არასრულწლოვანებისთვის ისე, რომ ადამიანის უფლებები არ დავარღვიოთ

არის საკითხები, რომელიც საზოგადოებამდე იმ დოზით და იმ ფორმით არ აღწევს, რაც კულისებს მიღმა ხდება. ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ამ საკითხებზე გესაუბროთ. არის საკითხები, რომელიც ხელისუფლებისთვის კულისებს მიღმა არის აქტუალური. შეიძლება რაღაც ფორმით, კონკრეტული საკითხების თქმას ღიად ვერიდებით, თუმცა ეს ის დროა და ის საკითხია, რომელზეც თქვენ უნდა გესაუბროთ, რადგან კიდევ ერთხელ, მტკიცედ […]
სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე

სტუდენტების ნაწილი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე. სტუდენტების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აანონსებენ. როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესზე უარს ამბობენ შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა […]
„ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“- Alte-ს სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან

ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – ინფორმაციას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს. „ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებლო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა – სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის […]
ვარშავაში ხანძარმა უდიდესი სავაჭრო ცენტრი გაანადგურა

გუშინ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარშავაში, ბიალოლეკას რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის თითქმის 100% დაიწვა, სავაჭრო ცენტრში მდებარე 1400 მაღაზია და მომსახურების პუნქტი სრულად დაიწვა. – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, გამოცემის ცნობით ვარშავის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს Mirbud-ი ფლობდა, მათივე ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელისუფლებამ ვარშავის მოსახლეობას ხანძრის შესახებ ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და […]
„ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას” – ილიაუნის სტუდენტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო პროტესტს უერთდებიან და დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ილიაუნის სტუდენტების თქმით, ქვეყანაში, სადაც გაძლიერებულია რუსული გავლენები ფასს კარგავს ყველაფერი – მათ შორის, განათლებაც – შესაბამისად, ისინი უარს ამბობენ სასწავლო პროცესში ჩართვაზე, აცხადებენ დაუმორჩილებლობას და იწყებენ გაფიცვას. “დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. ხელისუფლების, […]
BSU-ს სტუდენტები “რუსული კანონის” წინააღმდეგ გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სტუდენტები “რუსული კანონის” გაპროტესტების მიზნით, გაიფიცნენ და პეტიცია გამოაქვეყნეს, რომლის შევსებით, სტუდენტები გაფიცვას შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “გაფიცვა! ბსუ-ს სტუდენტები, რუსული კანონის წინააღმდეგ! ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, […]
ფრიუნი/აგრუნის სტუდენტთა ნაწილი: უარს ვამბობთ სწავლის პროცესის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ კანონს, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, ჩვენი თანატოლებისა და თანამებრძოლების იდეას, უარი ვთქვათ სასწავლო პროცესის […]