არასამთავრობოების განცხადება: კანონი უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას მიმართავენ, რომ რუსული კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიონ, ხოლო მისი შესწორება შედეგებს ვერ შეცვლის. “ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული. ვერანაირი […]

კამერონი რუსულ კანონზე: ეს ავტორიტარული რეჟიმების ღერძის პრობლემაა

ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ძალიან ცხადად ვთქვით, რომ ეს ქმედება არასწორია. რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში. თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კანერონმა […]

შალვა პაპუაშვილი – ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში. ვხედავთ, რომ როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ

ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის დამოკიდებულებებს, აღქმებს, უწესებს ისეთ ვალდებულებებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, როგორიც ტრადიციულად, როგორც წესი, საზოგადოებაში არ იყო ხოლმე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. როგორც მან აღნიშნა, […]

სეუს სტუდენტები: ვირჩევთ ევროპულ მომავალს, ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას

რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სასწავლო პროცესის აუდიტორიაში გაგრძელებაზე უარს ამბობენ. “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობით ნამდვილად შევძლებთ და თავისუფალ საქართველოში ერთად ვიცხოვრებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევაკუაციის ახალი განკარგულების შემდეგ ისრაელმა რაფაჰზე დარტყმები განახორციელა

12 მაისს ისრაელმა დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ევაკუაციის განკარგულება გაავრცელა სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე. გაერომ გააფრთხილა ისრაელი, რომ ხალხმრავალ ქალაქში ჯარების შეყვანა „ეპიკური“ მასშტაბის კატასტროფას გამოიწვევს. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის უწყება იტყობინება, რომ 12 მაისს ორი ექიმი იქნა მოკლული ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში. AFP-ის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ […]

„ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე, მოვუწოდებთ ლექტორებს – გაიფიცონ, სხვა სტუდენტებს – შემოგვიერთდით” – თსუ-ს სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქვეყანაში მიმდინარე სტუდენტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ორშაბათიდან უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ “ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას.” თსუ-ს სტუდენტები მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს კი აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. “გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ […]

„ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების მიერ წამოწყებულ პროტესტების სერიას” – GIPA-ს სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, რაც სასწავლო პროცესის შეწყვეტას გულისხმობს, GIPA-ს სტუდენტების ნაწილიც უერთდება. სტუდენტები წერენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალური ფორმით მრავალჯერ დარბევის შემდეგ, უნივერსიტეტში მისვლას აღარ აპირებენ. “ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ […]

“არის გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ” – პრეზიდენტი მომიტინგეებს აფრთხილებს, რომ ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტმა მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ აქციაზე ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები არ გამორიცხა და თქვა, რომ აღნიშნული პრემიერის დღევანდელ განცხადებაშიც იკითხებოდა. “მინდა მოგმართოთ მომიტინგეებს, რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. […]

“ტორინომ” სტუმრად “ვერონას” სძლია

სერია A-ს 36-ე ტურში „ტორინომ“ გასვლაზე „ვერონას“ 2:1 მოუგო. სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო. „ტორინო“ 50 ქულით მეათე ადგილზეა და 18 მაისს „მილანს“ უმასპინძლებს.

თავისუფალის და აგრარულის სტუდენტები: უარს ვამბობთ სასწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს და აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, რუსული კანონი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ის ევროპული ოჯახის წევრობაზე ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას უგულებელყოფს. “ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, ჩვენი თანატოლებისა და თანამებრძოლების იდეას, უარი ვთქვათ სასწავლო პროცესის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე, ვინაიდან მივიჩნევთ, […]