,, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დამრღვევებს სათანადო ზომებით უპასუხოს” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენი სურვილი არ არის რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დამრღვევებს სათანადო ზომებით უპასუხოს. გამოვთქვამ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება ამ პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა/გარე სუბიექტების მიერ […]

კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა – “შტურმი” ჩემპიონობას უახლოვდება [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „შტურმი“ გასვლაზე ლასკ-ს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება მასპინძლები მე-20 წუთზე ფლორიან ფლეკერმა დააწინაურა, შემდეგ კი ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და გრაცული გუნდი წინ გაიყვანა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

“სოლიდარობა ჩვენს ძმებსა და დებს!” – პროტესტს GAU-ს სტუდენტებიც უერთდებიან

დღეს, როგორც საქართველოს მოქალაქეები და სამართლიანობის მომხრეები, ხმას ვიმაღლებთ რუსეთის მჩაგვრელი კანონის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. ბოლო საპროტესტო აქციები არ არის მხოლოდ ცვლილებების ძახილი, ისინი მოწმობენ ჩვენი ურყევი სულისა და ჩვენი უფლებების დასაცვის შესახებ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს მშობლებს , რომლებიც ქუჩებში სამართლიანობისთვის დგანან. მათი […]

კიტეიშვილმა ისევ გაიტანა – “შტურმს” შეუძლია დღეს ჩემპიონი გახდეს [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „შტურმი“ გასვლაზე ლასკ-ს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება. მასპინძლები მე-20 წუთზე ფლორიან ფლეკერმა დააწინაურა, 30-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 25 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გაფიცვას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტებით უერთდებიან

გაფიცვას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტებით უერთდებიან. მათი განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ხელისუფლება კი სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია. “ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქმედებებს, რომელიც ხორციელდება მოქალაქეების მიმართ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა ისტორიის სწორ მხარეს! მაშასადამე, “იბსუ ერთი დიდი ოჯახია” – იყო, არის და იქნება ის ღირებულება, რაც სტუდენტებს […]

„უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის განახლებაზე“ – სამხატვრო აკადემიის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ, საერთო სტუდენტურ ინიციატივას უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს ამბობენ. სტუდენტთა ინფორმაციით, დღეს, 12 მაისის, საღამოს 9 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ვრცელ განცხადებას გააკეთებენ. ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – „რუსული კანონი“ უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის […]

შალვა პაპუაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორში აკეთებს იგივეს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა – აგროვებდა ინტიმური შინაარსის კადრებს მომხრეებზეც და ოპონენტებზეც და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა

ეს არის არასამთავრობო სექტორში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი, რაზეც სხვა დროსაც ვსაუბრობდით, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე ჩაეძიოს ამ ფაქტს. “ნაციონალური მოძრაობა” რაც ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას, გადაბარგდა არასამთავრობო სექტორში. ეს ადამიანი ვნახეთ, რომ იყო ამ აქციების ერთ-ერთი ლიდერი. “ნაციონალური მოძრაობა“ […]

„რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ სტუდენტური ტური გაიმართა

პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ საქართველოში მოგზაურობის პირველი ნაწილი დასრულდა. ორგანიზატორების ინფორმაცით, ფინალური ტური „ექსპო ჯორჯიაში” ჩატარდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ თამაშზე თავი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიყარეს. ფინალური თამაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, გახსნა.„ძალიან სასიხარულოა ამდენი ახალგაზრდის დანახვა, რომლებსაც სურთ, მეტი გაიგონ ევროკავშირის შესახებ […]

თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ შევუერთდებით – თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი უერთდება სტუდენტთა გაფიცვას. ლექტორების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი დადგებიან მათი სტუდენტების გვერდით, მათ შორის აქციებზე, გაცდენილ ლექცია-სემინარებს კი მოგვიანებით აღადგენენ. გაფიცვის მიზეზი მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობაა, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას საფრთხის ქვეშ აყენებს. “კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ […]