ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუ დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუს დანიშვნის შესახებ“, – აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ […]

,,გვითხარით, რა გინდათ?!….“ – ხათუნა ხოფერია აქციის მონაწილეებს

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებს მიმართავს: ,,გვითხარით, რა გინდათ?!…. თუ ხელისუფლების შეცვლას ითხოვთ, გვითხარით ვის გვთავაზობთ სანაცვლოდ! სახელები და გვარები გვითხარით!… ყველასთვის გასაგებია, რომ გამჭვირვალობის კანონის უეცარმა შემოტანამ გარკვეული დაბნეულობა და გრაფიკის ცვლილებები გამოიწვია სახდეპისა და ომის გლობალური პარტიის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ გეგმაში, რაც არჩევნებზე გადატრიალებას გულისხმობდა შემდგომში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის […]

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს“ – პარტია „საქართველოსთვის“

12 მაისს რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით გამოეხმაურა. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. „გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ” კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა. ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების – საქართველოს […]

ნინო დოლიძე – ჩვენ არ გვეშინია! ხელისუფლებას აქვს დაშინების უსუსური მცდელობა!

ჩვენ არ გვეშინია! უსუსური დაშინების მცდელობებია. ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის! – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იმართება. მისივე თქმით, კანონპროექტი შემაფერხებელია დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. “დღევანდელი აქცია გაგრძელებაა რამდენიმე კვირიანი პროტესტის, რომელიც რუსულ კანონს უკავშირდება. გვინდა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა, იქამდე ვიდგებით, […]

ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სტამბოლის ბოლო საოლიმპიადო სალიცენზიო ტურნირზე სამი მოჭიდავით (რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე) წარდგა, აქედან ერთმა კი პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ერთადერთი ფალავანი აღმოჩნდა, რომელმაც პარიზის თამაშების საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი წარმატებით გამოიყენა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის […]

ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?!

ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?! „ამოქოქეს პარტიული აქტივი და უნივერსიტეტებში დაუმორჩილებლობას ვაცხადებთო. ეს იმ სურათის შექმნისთვის სჭირდებათ, რაც ტრენინგებზე დაუწერეს. სიმბოლურია, რომ პირველად ეს დღეს, მიშას უნივერსიტეტის წინ გააკეთეს“-წერს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ […]

GRUNI-ის სტუდენტთა ნაწილი: უარს ვამბობთ აკადემიურ სივრცეში ლექციებზე დასწრებაზე

გაფიცვას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც უერთდება. “ჩვენ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისის წარმომადგენლობა) სტუდენტთა ნაწილი, უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად, ვაცხადებთ გაფიცვას და ვუერთდებით სხვა სტუდენტებსა და იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის! უარს ვამბობთ აკადემიურ სივრცეში ლექციებზე დასწრებაზე!”, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოსთვის“ – ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა – ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შს მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა

ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ” კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების შესაძლო პროვოკაციებს. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. „ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის […]

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, – ინფორმაციას რუსული მედია ფედერაციის საბჭოს „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა. „ფედერაციის საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურები რიგი ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე – ანდრეი […]

გიორგი ვაშაძე – გარეთ ვართ დღე თუ ღამე, კვირას თუ ორშაბათს, მთელ მსოფლიოს ესმის ქართველი ხალხის, ვისაც არ ესმის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი – შეეშვან დანაშაულებრივი ქმედების აღსრულებას და დაუფასდებათ

ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გაიგონ – სათითაოდ ყველაზეა პასუხისმგებლობა, შეეშვან ამ დანაშაულებრივი ქმედების აღსრულებას და გადმოვიდნენ ხალხის მხარეს. მათ ამის შანსი ჯერ კიდევ აქვთ და მერწმუნეთ, რომ ეს დაუფასდებათ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს მოაწერენ იმ მოღალატეობრივ აქტს, […]