პუტინმა შოიგუ მოხსნა თავდაცვის მინისტრობიდან, ის უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა წინადადება, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ნაცვლად ახალი მინისტრი დაინიშნოს. ამ თანამდებობაზე მან ფედერაციის საბჭოს წარუდგინა ყოფილი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა. შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად. ძალოვანი უწყებებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურებს წარადგენს არა მთავრობის თავმჯდომარე, არამედ პრეზიდენტი. კანდიდატურებს ათანხმებს არა სახელმწიფო დუმა, არამედ ფედერაციის საბჭო. შოიგუ […]

ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში შესვლა სცადა, თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატს ამის შესაძლებლობა არ მისცეს

ხელისუფლებას მოვუწოდებ, არ უნდათ ეს ისტერიკა, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ. არჩევნებს დაელოდონ და ეს კანონი გაიტანონ, – ამის შესახებ ­„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მან პარლამენტში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა არ მისცეს. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს ხელისუფლების წევრებს უთხრას, რომ ისინი „დამარცხებულები არიან“. „მინდა დღეს […]

ანა ნაცვლიშვილი – მინდა, გავაფრთხილო ივანიშვილი, 83 დეპუტატი, გომელაური და ძალოვანები: პასუხი მოგეკითხებათ და სასჯელი იქნება უმკაცრესი – არსებობს შანსი, გადაიფიქროთ, ნებაყოფლობით აიღოთ ხელი დანაშაულზე

საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვაა, რასაც აკეთებთ – მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ – რუსული კანონით, არის სამშობლოს ღალატი. ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ და სასჯელი იქნება უმკაცრესი , – ასე მიმართავს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებსა და ძალოვნებს. ნაცვლიშვილის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ კურსს, არის დანაშაული და ამისთვის ხელისუფლებას […]

პარლამენტის მიმდებარედ პოლიცია, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც მიიყვანეს

პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ. პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში. ამას გარდა, თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან. წყარო: ინტერპრესნიუსი

გია ჯაფარიძე: ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია – დაუმორჩილებელი, თავისუფალი

რაც უფრო მეტი იქნება დაშინება და ტერორი, უფრო მეტი ადამიანი მოვა, ეს ლოგიკურია. ამ ხალხს არ აქვს არაფერი წაკითხული, წაკითხული რომ ჰქონდეთ წიგნები ავტორიტარიზმზე, წიგნები პოლიტიკაზე, მაშინ ეცოდინებათ, რომ რაც უფრო მეტი ტერორია, ეს იწვევს უფრო მეტ საპროტესტო რეაქციას. ჩვენ ვართ რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ვართ იმ პოეტის გამზირზე, რომელმაც გვითხრა: “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, […]

პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოხსნა – ვინ შეცვლის თავდაცვის მინისტრს?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოხსნა და მის ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე კონსულტაციებისთვის: თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი წარდგენილია ანდრეი ბელუსოვი“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბელუსოვი […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 13 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ფერაძის, გოგიძის, სოლოღაშვილის, კვიჭიძის, […]

მეუფე გრიგოლი: ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო

უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. […]

მამუკა ხაზარაძე – შს მინისტრთან მაქვს კითხვა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს 4 წლით გაუშვებს ციხეში – ხალხს უსაფრდებიან, ვისზე აღიძრა საქმე? – რუსულ ციხეში ჯდომას ისევ ქართულ ციხეში ჯდომა სჯობს

შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ორგულობის, უტიფრობის, არაკომპეტენტურობის და პირდაპირ დავარქვათ, ღალატის განცხადება, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და დღეს ღამის გათენებას გეგმავენ. მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მიზანმიმართულად მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ და ეს სიტუაცია უკვე კულმინაციასთან მივიდა. „შს მინისტრის განცხადება […]

პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ, თავისუფლების მოედანზე კი სპეცრაზმია მობილიზებული – ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ. კერძოდ, პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში. მანამდე კი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს. გარდა ამისა თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის […]