მამარდაშვილის შესანიშნავი დაბრუნება – გიორგიმ მეცამეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსია“, რომელსაც დისკვალიფიკაცის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაუბრუნდა, სახლში „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა – 0:0. ქართველმა შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და ამ სეზონში 13 მატჩში შეინახა კარი მშრალად. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore. 7.3, Whoscored 7.2, Flashscore 6.6. „ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და 17 მაისს სან-სებასტიანში „სოსიედადს“ დაუპირისპირდება. ვალენსია […]

თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები: შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება. მათი თქმით, მუდამ იქნებიან ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე. “ჩვენ, თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშ […]

პუტინმა სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების წინადადება წამოაყენა

რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ზედა პალატის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების წინადადება წამოაყენა. შოიგუს ნაცვლად პუტინმა რუსეთის პარლამენტს ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა შესთავაზა. შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლიდან იყო.

“კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ხოლო 60% უშუალოდ კანონს” – კობახიძის განცხადება

“კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ხოლო 60% უშუალოდ კანონს” – კობახიძის განცხადება “კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ხოლო 60% უშუალოდ კანონს – აქედან გამომდინარე, პარლამენტი აღასრულებს საზოგადოების ნებას” – კობახიძე “სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80 პრო­ცენტზე მეტი მხარს უჭერს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას, ხოლო 60 პრო­ცენტზე მეტი […]

ნიკა სიმონიშვილი – სახელმწიფო გადაქცეულია ბანდიტ ხელისუფლებად, ჩვენ სახელმწიფო ფაქტობრივად არ გვაქვს და ერთი პარტიის დამცველად არის გადაქცეული

ხელისუფლება გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არავითარ სამართლებრივ ჩარჩოებს არ ექვემდებარება,- ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ გადაქცეული არის “ბანდიტ ხელისუფლებად”. „შეუძლებელია საერთო რამე კანონზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ადამიანებს სახლებთან უსაფრდებიან და თავს ესხმიან, შეუძლებელია ვისაუბროთ კანონზე, როდესაც ჩვენს ახლობლებს, არასრულწლოვან […]

პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლებას უნდა, რომ ის პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც აქციაზე არიან, გამოაცხადონ მოძალადეებად, როცა თვითონ არიან მოძალადეები

“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, დაესწრება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენას. მანჯგალაძის თქმით, თუ დღევანდელ აქციაზე სამართალდამცავებმა ისინი დაარბიეს, შესაძლოა, რომ დილით, კანონის განხილვის დროს, ის პარლამენტში ვერ შევიდეს. „თუ დაგვარბიეს, დავსველდით და გავცივდით, შეიძლება ვერ შევიდეთ. ძალის გამოყენებას არავინ აპირებს. ხელისუფლებას უნდა, რომ ის […]

პარლამენტთან ღამისთევის აქცია მიმდინარეობს – დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა დაიკავეს დემონსტრანტებმა, რომლებიც 12 მაისს, 21:00 საათიდან, პარლამენტის წინ ღამისთევის მიზნით შეიკრიბნენ. აქციის, „გავათენოთ საქართველოსთვის“ მონაწილეები გეგმავენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე. სწორედ, ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით […]

შს მინისტრი – სოციალურ ქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ პარლამენტის ჭიშკარზე რა გააკეთეს – წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ, გადმოანგრევდნენ კარებს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტთან დაგეგმილ აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ­ აქვთ როგორც ოპერატიული, ასევე, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. “არის ინფორმაციები, ოპერატიული ინფორმაცია ერთია და მეორე, რას ვნახავთ პირდაპირ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პროვოკაციებს ეხებოდა. როგორც გომელაურმა ბრიფინგზე განმარტა, სოციალურ ქსელებში პირდაპირ იწერება, რომ უნდა მოახდინონ შენობების […]

მიხეილ სააკაშვილი – აუცილებელია, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“ მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს

მას შემდეგ, რაც ისევე, როგორც ყველამ, მანაც [ბიძინა ივანიშვილმა] დაინახა, რომ დაშინებამ და ძალადობამ არ გაჭრა და რომ დასავლეთიც აღარ აპირებს თამაშს ინდივიდუალური სანქციების თემით, ამასთანავე გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პერსპექტივა, რაც ხალხს კიდევ უფრო გააბრაზებს და გაზრდის წინააღმდეგობის ტალღას, მან მიიღო მაშველი რგოლი რამდენიმე ევროპელი ბიუროკრატისაგან , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი […]

გიორგი ჩაკვეტაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?!

ამოქოქეს პარტიული აქტივი და უნივერსიტეტებში დაუმორჩილებლობას ვაცხადებთო. ეს იმ სურათის შექმნისთვის სჭირდებათ, რაც ტრენინგებზე დაუწერეს. სიმბოლურია, რომ პირველად ეს დღეს, მიშას უნივერსიტეტის წინ გააკეთეს , – წერს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე. გიორგი ჩაკვეტაძე სტუდენტების და ლექტორების გაფიცვას ეხმიანება და ლექტორებს მიმართავს, პოლიტიკა უნივერსიტეტის გარეთ დატოვონ და […]