“ვირტუსმა” პლეი-ოფი გამარჯვებით გახსნა | შენგელიას გაციების გამო არ უთამაშია

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიასთვის” იტალიის ჩემპიონატის პლეი-ოფი დაიწყო. სერია A-ს რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მეოთხედფინალურ სერიაში ბოლონიელები “ტორტონას” ხვდებიან. პირველი მატჩი 11 მაისს გაიმართა და მასში ქართველ ფორვარდს არ უთამაშია. შენგელია გაციებულია და ტემპერატურის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მატჩი ბოლონიელთა გამარჯვებით – 92:80 დასრულდა. საუკეთესო შედეგი აიზია კორდინიემ დააფიქსირა – 18 ქულა […]

ოპოზიციონერების თქმით, მათ პარლამენტში არ უშვებენ, “ოცნების” წევრთა ნაწილი კი უკვე იქ იმყოფება

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს. მათი ინფორმაციით, პარლამენტში იმყოფებიან უმრავლესობის დეპუტატები – რადგან დემონსტრანტები აპირებენ ღამე პარლამენტთან გაატარონ და დილით, შენობასთან მისულ დეპუტატებს დახვდნენ, “ქართული ოცნების” დეპუტატებს უწევთ, მათთან ერთად გაათენონ ღამე, ოღონდ – პარლამენტის შენობაში. “მართლა მაქვს ინფორმაცია, რომ ნაწილი […]

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლეს – ამ დროისთვის, მოქალაქეები პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელებთან აგრძელებენ პროტესტს

აქციის მონაწილეებმა, ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოინაცვლეს. ჩიტაძე – ინგოროყვას ქუჩების კვეთაზე პოლიციელების მისამართით ისმოდა შეძახილები, მათ შორის, “მონებო”. აღნიშნულით ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, ჩიტაძის ქუჩის გავლით საკანონმდებლო ორგანის წინ არ გაატარეს. აღნიშნულის შემდეგ, ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით […]

შეუჩერებელმა მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა – “მეცმა” წაგება მაინც მოახერხა [VIDEO]

ლიგა 1-ის 33-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „სტრასბურგთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თამაში საინტერესო სანახავი არ იყო, სტუმართა გუნდის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ყურადღებით მეურვეობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. თუმცა, 54-ე წუთზე მან მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან დალაშქრა ალაა ბელააურუშის კარი. 78-ე წუთზე მიქაუტაძე სწრაფი კონტრშეტევისას მოედნის ცენტრიდან […]

გიგი უგულავა – ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს, რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო

ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს – რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო. ჩვენ შეიძლება ივანიშვილი კატასტროფას გვიმზადებს, მაგრამ ამ კატასტროფას ჩვენ გავივლით და ქვეყანა კათარზისით დაასრულებს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას თქმით, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა „მაგრამ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის გარეშე.“ „ჩემი აზრით, ობრაიენის ჩამოსვლა იქნება […]

„საქართველოსთვის“ – ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს

ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ” კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების შესაძლო პროვოკაციებს. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. „ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის […]

კვარაცხელიამ თავისი გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

სერია A-ს 36-ე ტურში, სახლში „ბოლონიასთან“ წაგებულ მატჩში (0:2) „ნაპოლის“ ტრავმამორჩენილი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 82-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ მან საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: Whoscored 7.0, sofascore 6.8, flashscore 6.8. „ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლეს – ამ დროისთვის, მოქალაქეები პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელთან იმყოფებიან

აქციის მონაწილეებმა, ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოინაცვლეს. ჩიტაძე – ინგოროყვას ქუჩების კვეთაზე პოლიციელების მისამართით ისმოდა შეძახილები, მათ შორის “მონებო”. აღნიშნულით ისინი გააპროტესტებინათ, რომ პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, ჩიტაძის ქუჩის გავლით საკანონმდებლო ორგანის წინ არ გაატარეს. აღნიშნულის შემდეგ, ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით საპოლიციო ძალები […]

დევიდ კამერონი – მხარს არ ვუჭერ რაფაჰში დიდ შეტევას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის არსებობის გარეშე

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით ისრაელის გეგმას მხარს არ უჭერს. კითხვაზე, არასწორი იქნება თუ არა შეჭრის დაწყება, კამერონმა უპასუხა : „ასე იქნება, ადამიანების დაცვასთან დაკავშირებული გეგმის გარეშე. რაფაჰში დიდი შეტევა რომ განხორციელდეს, უნდა არსებობდეს აბსოლუტურად მკაფიო გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვა ადამიანების სიცოცხლე, […]

თინა ბოკუჩავა – არის მცდელობა, შეაშინონ საზოგადოება, გააჩუმონ და სახლებში დატოვონ – არავის ეშინია, პირიქით, რეპრესიები მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაციას იწვევს

ყველას ძალიან კარგად ესმის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ეს კანონპროექტი გვაშორებს ევროპას, გვაშორებს ჩვენი ისტორიული მიზნის რეალიზების შესაძლებლობას, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა უნდა გაიგოს თავისუფლების მოყვარე და პროევროპელი ქართველი ხალხის ხმა. „დღევანდელი აქცია […]