შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შსს მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს, დაემორჩილონ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და […]

თავისუფლების მოედანზე “რობოკოპები” მობილიზდნენ, რუსთაველზე მოქალაქეები მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ

თავისუფლების მოედანზე მობილიზება დაიწყეს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა. ადგილზეა ჭყლის ჭავლის მანქანებიც. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები უკვე 7 საათზე მეტია მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მობილიზება დაიწყო, დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან გადანაცვლება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში, დილის 09:00 საათზე უნდა დაიწყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. […]

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავები განლაგდნენ

ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც აქციის – „გაუთენე საქართველოს“ მონაწილეებმა კანანონმდებლო ორგანოს წინა ტერიტორიიდან გადმოინაცვლეს, სამართალდამცველების მობილიზებაა. ტერიტროაიზე სამართალგამცავები განლაგდნენ. პარალელურად სპეცდანიშნულების რაზმის მობილზებაა თავისუფლების მოედანზე, სადაც განლაგებულია ასევე, წყლის ჭავლის მანქანები. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 22:00 საათიდან მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 […]

ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს პარლამენტის შენობასთან მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავებისკენ მოუწოდეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე – „გაათენე საქართველოსთვის“ – ორგანიზატორებმა, პარლამენტის შენობის წინ ტრიბუნიდან დემონსტრანტებს მოუწოდეს, გადაინაცვლონ შენობის უკან. „ყველას გთხოვთ, გადავინაცვლოთ პარლამენტის უკან და დავიკავოთ მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა იწყება ყველაფერი. გაუმარჯოს საქართველოს და გელოდებით პარლამენტის უკან“, – მიმართა აქციის მონაწილეებს „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ. „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ზიბზიბაძემ დემონსტრანტებს მიმართა: „9 […]

ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლონ

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ მიემართება. პარალელურად კი თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების და სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო. ამავე ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

თავისუფლებაზე სპეცრაზმი ეკიპირებასა იცვამს, მობილიზებულია წყლის ჭავლიც

თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში სპეცრაზმი სპეციალურ აპიკირებას იცვამს. მობილიზებულია წყლის ჭავლიც. პარალელურად პარლამენტის წინ, უკან და გვერდით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მშვიდობიანი აქცია პარლამენტთან 22:00 საათზე დაიწყო.

სპეცრაზმელები თავისუფლების მოედანზე არიან მობილიზებულები. „არ გვეშინია“ – ამბობენ დემონსტრანტები

დაახლოებით დილის ხუთი საათისათვის თავისუფლების მოედანსა და პუშკინის სკვერში მყოფი პოლიციელები სპეციალური ეკიპირებით აღიჭურვნენ. აქციის წამყვანები ამბობენ, რომ „ახლა არის ერთად დგომის დრო“. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის სამი მანქანაც. უკვე მე-7 საათია, პარლამენტის წინ მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. „ახლა არის ერთად დგომის დრო. ერთად დგომის, რათა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და […]

თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალებისა და სპეცრაზმის დამატებითი მობილიზება მოხდა

თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების დამატებითი მობილიზება მოხდა. ტერიტორიაზე შევიდა რამდენიმე ავტობუსიც, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მათ შორის ნაწილი უკვე ეკიპირებულია და ავტობუსებთან დგას. ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანებიც. როგორც ცნობილია, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია – „გავათენოთ საქართველოსთვის“ მიმდინარეობს.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოშია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოშია. ვიზიტი 13-15 მაისს გაგრძელდება. „დილა მშვიდობისა, თბილისი! თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში“, – დაწერა როთმა X-ზე.

რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ხელს თსუ-ის 185 პროფესორ-მასწავლებელი აწერს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უკვე 185 ხელმომწერი ჰყავს. მათი თქმით, მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული კანონის განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ […]