სამართალდამცველებმა ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ მათ ტერიტორია დატოვონ და პარლამენტის წინ გადაინაცვლონ

ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ მათ ტერიტორია დატოვონ და პარლამენტის წინ გადაინაცვლონ, თუმცა, მოქალაქეები ჯერჯერობით, ჩიტაძის ქუჩას არ ტოვებენ. პოლიცია ჩიტაძის ქუჩისკენ დაიძრა, სადაც მოქალაქეები რჩებიან. სავარაუდოდ, სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას გეგმავს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები და ე.წ. რობოკოპები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე […]

საია – პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას, შესაბამისად, ძალის გამოყენების ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება. ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, „ამ ეტაპზე (05:48) დასტურდება, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას“. მათივე განმარტებით, „ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს“. „2024 წლის […]

ენტონი ბლინკენმა იოავ გალანტს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ხელშეწყობისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სატელეფონო საუბრისას ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკელმა დიპლომატმა გაიმეორა ამერიკული მხარის გაფრთხილება ქალაქ რაფაჰში დიდი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით. ბლინკენმა „ხაზგასმით აღნიშნა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაცვის გადაუდებელი აუცილებლობა“ და მოუწოდა […]

ლიეტუვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გიტანასა ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ 50%-იან ბარიერს ვერ მიაღწია. მედიის ინფორმაციით, წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაუსედა ხმების 44.4%–ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა, რომელსაც მხარი ამომრჩევლების 19.3%-მა დაუჭირა. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გიტანას ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან. […]

საია: ძალის გამოყენების ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება. მათი თქმით, პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. შესაბამისად, ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს. “2024 წლის 12 მაისის 22:00 საათიდან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის […]

წყლის ჭავლის მანქანა ჩიტაძის ქუჩაზეც გამოჩნდა

პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. ამასთან ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პარალელურად, სპეცრზმი და წყლის ჭავლის მანქანებია განლაგებული, თავისუფლების მოედანზე.

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზემი და წყლის ჭავლის მანქანები განლაგდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზემი განლაგდა. ისინი მზადყოფნაში არიან, რომ საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრან. ამასთან, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 22:00 საათიდან მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს. როგორც ცნობილია, 13 მაისს, 09:00 საათზე პარალმენტში, იურიდიულ საკითხთა […]

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს მოუწოდებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება აქციის მონაწილეებს “საპოლიციო ძალებით” ემუქრება. აღსანიშნავია, რომ არც ამ დროისთვის და არც მთელი აქციის განმავლობაში დემონსტრანტებს პარლამენტის არცერთი შესასვლელის დაკავება არ უცდიათ. “აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული […]

შსს: აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქცია 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს და მონაწილეები განთავსებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საპარლამენტო ორგანოს შესასვლელებთან. […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. […]