უკრაინის გენშტაბი – ვოლჩანსკისთვის ბრძოლა გრძელდება, მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ხარკოვის მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რთული ვითარება დინამიურად იცვლება, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, ვოლჩანსკისთვის ბრძოლებში რუსებს ტაქტიკური წარმატება აქვთ.
„საბრძოლო მოქმედებები პილნაია – ლუკიანცის, პილნაია – გლუბოკოეს, პილნაია – ოლეინიკოვოს, მურომი – ბუგრუვატკას მიმართულებებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მტერი ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს სტრელეჩია – გლუბოკოეს, ოლეინიკოვო – გლუბოკოეს, ოლეინიკოვო – ლუკიანცის, მურომი – სტარიცას, პლეტენევკა – ტიხოეს მიმართულებებით“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში მტერმა ამ მიმართულებით 22 თავდასხმა განახორციელა და 14 ამ დრომდე გრძელდება.
გენშტაბში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბრძოლები სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკისთვის.
„მტერმა ქალაქზე თავდასხმისთვის მნიშვნელოვანი ძალები განალაგა და არ გაითვალისწინა საკუთარი დანაკარგები. ამ მიმართულებით, დღეში რუსმა დამპყრობლებმა 100-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგეს. მტერს ამჟამად ტაქტიკური წარმატება აქვს. დაიგეგმა ზომები ჩვენი თავდაცვის ხაზში შეჭრილი მტრის განადგურების მიზნით“, – აცხადებენ გენშტაბში.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება