ომბუდსმენი: სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში. “[სახალხო დამცველი] კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე”, – […]
ISW: შოიგუს ბელოუსოვით შეცვლა მიანიშნებს, რომ პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

რუსეთის თავდაცვის მინისტრად სერგეი შოიგუს ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ პუტინი ემზადება უკრაინაში ომის გახანგრძლივებისა და შესაძლოა, ნატოსთან დაპირისპირებისთვისაც. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სერგეი შოიგუ გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან და მის ნაცვლად წარადგინა პირველი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა. შოიგუ […]
იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ „რუსული კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. დეპუტატების უმრავლესობამ პროექტის მესამე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა სულ ერთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პროექტში მხოლოდ რედაქციული, გრამატიკული შესწორებები შევიდა. კომიტეტის სხდომაზე რედაქციულ შესწორებებთან შენიშვნა არავის ჰქონდა, რის შემდეგაც ოხანაშვილმა საკითხი […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის III მოსმენას გეგმავს

13 მაისის 09:00 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე იგეგმება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ III მოსმენა. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. აღნიშნული კანონპროექტი, რომელსაც ე.წ რუსულ […]
პარლამენტთან აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს

სამართალდამცავებმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მყოფი აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს. პოლიციელებმა აღნიშნული პირები ჭიჭინაძის ქუჩაზე, შეძახილების, მათ შორის, „მონებოს“ გამო დააკავეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ. კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, სხდომა დაწყებიდან დაახლოებით 2 […]
სალომე სამადაშვილი – „ოცნება“ არის ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც კი

„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც კი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ის, რაც დღეს ხდება, ეს არის არალეგიტიმური პროცესი. რამდენმა კომიტეტმაც არ უნდა დაამტკიცოს ეს კანონი, რამდენჯერაც არ უნდა უყარონ კენჭი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რობოკოპებისა და მთელი ძალოვანი […]
გია ვოლსკი – სირცხვილის კორიდორი, პიკეტირება თქვენ რა იცით?! – გეგონება არჩევთ ერთმანეთისგან – სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყოთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“

სირცხვილის კორიდორი, პიკეტირება თქვენ რა იცით, გეგონება არჩევთ ერთმანეთისგან, სირცხვილის კორიდორი მაშინ თქვენ უნდა მოგიწყოთ თუ ასეა, ვგულისხმობ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქართულია და რუსული არაფერი სცხია, არც შინაარსით და არც […]
საია ძალადობაზე: გომელაურმა გააკეთოს განცხადება და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ფაქტს, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. საია მოუწოდებს შს მინისტრს, გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. “წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი […]
ომბუდსმენი – ვაკვირდებით პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს – სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტი

სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება. ამასთან, როგორც ომბუდსმენის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, [აქციაზე] ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც […]