იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. კერძოდ, აღნიშნულს პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები, შეძახილებით შეხევდნენ. ისინი სკანდირებდნენ:„რუსებო“. რაც შეეხება ჩიტაძეზე არსებულ ვითარებას, ამ ეტაპისთვის აღნიშნულ ქუჩაზე სიმშვიდეა, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე სპეცდანიშნულების რაზმები. ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებმაც წუხელ, მთელი ღამე […]

კოფი: ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის წინსვლისთვის, ქართველი ხალხის შიშებსა და შფოთვას იყენებს

“„ქართულ ოცნებას“ შეუძლია, სანქციები საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს, რათა უთხრან ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ წინააღმდეგ ვართ, რომ ამერიკა გლობალური ომის პარტიაა და ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ასე რომ, ეს ერთგვარად შეიძლება იქცეს მათი პროპაგანდის საკვებად”, – აცხადებს ლუკ კოფი.

ომბუდსმენი პოლიციელების მიერ მომიტინგეთა ცემის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებსა და მომიტინგეთა მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას ეხმაურება. იოსელიანი მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში. „სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ […]

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ფერაძის, გოგიძის, სოლოღაშვილის, […]

იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონის III მოსმენით მიღებას 1 წუთში დაუჭირა მხარი

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. სხდომაზე ერთადერთი “ოპოზიციონერები” ევროპელი სოციალისტები იყვნენ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 14 მაისს ჩატარდება, სადაც რუსულ კანონს III მოსმენით მიიღებენ. ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა […]

კომიტეტმა „აგენტების კანონი“, მესამე მოსმენით, 67 წამში განიხილა და მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს. სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, ესწრებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ მესამე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტში შინაარსობრივი […]

ომბუდსმენი: პოლიციის მხრიდან დაფიქსირდა რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი

სახალხო დამცველი პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი”. “სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და […]

კომიტეტმა რუსულ კანონს მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა — კვლავ სპეცრაზმით დაცულ შენობაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დილის 09:00 საათზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსული კანონს. კომიტეტის სხდომა ერთი წუთიც არ გაგრძელებულა. დეპუტატებს მესამე მოსმენით რუსული კანონის განსახილველად მხარდასაჭერად 45 წამი დასჭირდათ. ამ ეტაპზე, როგორც წესი, პროცედურა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს. პრალელურად, პოლიცია გარეთ შეკრებილებს აკავებს და მათ ნაწილს ფიზიკურად უსწორდება, რისი […]

კომიტეტმა რუსულ კანონს III მოსმენით მხარი დაუჭირა – სხდომა 1 წუთს გაგრძელდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც. ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დილის რვა საათისთვის დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევდათ. მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და […]

პოლიცია მოქალაქეებს დასაკავებლად გაეკიდა და იძალადა

პოლიცია მოქალაქეებს დასაკავებლად გაეკიდა და მათზე იძალადა. როგორც ადგილიდან ფორმულას ჟურნალისტი ამბობს, ძალის გამოყენების მიზეზი უცნობია, რადგან აქცია მშვიდობიანი იყო. ამის პარალელურად იურიდიდულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც.