ოფიციალურად: “ბოლონია” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

“ბოლონია” და “იუვენტუსი” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. გუშინ, 12 მაისს, სერია A-ს 36-ე ტურში, “რომა” “ატალანტასთან” 1:2 დამარცხდა. დედაქალაქელების მარცხის შემდეგ კი “ბოლონიამ” და “იუვენტუსმა” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრა გაინაღდეს. ამრიგად, “ბოლონია” ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. “წითელ-ლურჯები” 1964 წელს ევროპის თასზე ასპარეზობდა, მას შემდეგ კი გუნდი ევროტურნირებზე აღარ გასულა. “იუვენტუსი” და […]

ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ვიცეჩემპიონია

სერბეთი ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ კინწურაშვილმა ( -74კგ), რომელმაც ფინალური ბრძოლა ესპანელ დანიელ ბარერასთან დათმო. იგი ევროპის ვიცეჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ზურაბ კინწურაშვილმა დანიელ ბარერა 2023 წლის ევროპული თამაშების ნახევარფინალში დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში – ირლანდიელ, ნახევარფინალში კი ბერძენ სპორტსმენს სძლია.

თინა ბოკუჩავა – ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი

ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ რამდენიმე დღემ აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ […]

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ბსუ-ს სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით სასწავლებლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. სტუდენტების თქმით, ე.წ. რუსული კანონის მიღებით ევროპაში საქართველო ვერ შევა. სასწავლებლის დერეფნებში ისმის შეძახილები „გამოდით, ლექტორებო დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით”. „ყველა აუდიტორიის კარს გავაღებთ და მოვუწოდებთ […]

დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მიერ მომიტინგეების ცემაზე

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციამ მომიტინგეებზე იძალადა როგორც დაკავების დროს, ისე — დაკავების შემდეგ, როდესაც დაკავებულები ხელშეკრულები იყვნენ, ან ძირს, მიწაზე იყვნენ დაგდებული. პოლიციელები რამდენიმე დაკავებულს წიხლებით შედგნენ, მუშტებს ურტყამდენს თავში. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს […]

აქციაზე დაკავებულია 20 პირი, მათგან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შსს

პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ამ ეტაპზე აქციის მონაწილე 20 პირია დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. “12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები […]

პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 მაისს პარლამენტთან პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში შესვლა ვერ მოასწრეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სამსახური ძალის გადამეტების ყველა […]

ირაკლი ქადაგიშვილი – კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება – ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო

კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება – ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, მათ შორის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნით. ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ეს პარლამენტი არის […]

ირაკლი კუპრაძე – ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტთან – ათი ათასობით მოქალაქემ გაათენა ღამე საქართველოსთვის იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი

ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის შენობასთან – ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ და ახალგაზრდამ გაათენა ღამე საქართველოსთვის იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის პასუხი. „ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის […]