საპრორესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

საპრორესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს პოლიციამ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკა, რომლის დროსაც გამოიყენა, სავარაუდოდ ე.წ. წიწაკის სპრეი. დაკავებულთა შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი კი – რუსეთის.

“ვოცნებობ, რომ “ვალენსიაში” დიდხანს დავრჩე, თუმცა…” – რა განაცხადა მამარდაშვილმა?

გუშინ, 12 მაისს, ლა ლიგის 35-ე ტურში, “ვალენსიამ” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0, დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი “ღამურების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, ქართველმა კარის დარაჯმა “ვალენსია” გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა. ჟურნალისტებმა გიორგის საკუთარი მომავლის შესახებ ჰკითხეს. “მამარდას” თქმით, ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული… “ვოცნებობ, რომ “ვალენსიაში” რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, თუმცა ეს ბოლომდე ჩემზე […]

რუმინეთის პრემიერი – თავდაცვის მინისტრს უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა არ სურს

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ანგელ ტილვარი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას არ ეთანხმება, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა. რუმინეთის პრემიერის თქმით, უკრაინაში Patriot-ის გაგზავნის საკითხი ქვეყნის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან არ განუხილავს, მაგრამ საუბარი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან და ის “არც თუ ისე უჭერს მხარს ამ იდეას”. „თავდაცვის მინისტრს ნამდვილად არ სურს ამ […]

ანა ბუჩუკური – ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს – მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს – მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის […]

ბექა ლილუაშვილი – როგორც გადაიქცნენ მოძალადე, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც – კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში

როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც – კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში,- ამის შესახებ პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას არ ჰგავს და პირიქით, „ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოცლილი […]

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს

პარლამენტიდან, კერძოდ კი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ტერიტორიიდან გაყვანილი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. მათი ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს. სამართალდამცავების ტერიტორიიდან გაყვანას ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო“, „წადით“. ამ დროისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები როგორც პარლამენტის წინ, ასევე გვერდითა შესასვლელებთან – […]

მდინარაძე ოპოზიციაზე: ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხს ღამე გაათენებინეს, თვითონ კი შენობაში შესულებმა დაიძინეს და კომიტეტს ვერ მიუსწრეს. “ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი” – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა […]

ერთი თვე ევრომდე – ყველა ნაკრების განხილვა და საქართველო, რომელსაც კვარაცხელია ჰყავს…

ევრო 2024 ერთ თვეში, 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება. ტურნირის წინ დიდი მოლოდინებია, რომლებსაც დებიუტანტი საქართველოს ნაკრებიც უერთდება. Sportall.ge ევროპის ჩემპიონატის შესახებ მორიგ მასალას გთავაზობთ, რომელიც ამჯერად ყველა მონაწილეზე გიამბობთ. ფულკრუგი გოლს აღნიშნავს A ჯგუფი: გერმანია/შვეიცარია/შოტლანდია/უნგრეთი მომავალი ტურნირის მასპინძელ გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბევრი პრობლემა გამოჩნდა. საბოლოოდ, გუნდში ზარ-ზეიმით მიყვანილი ჰანსი […]

სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.

ყველა სამთავრობო ვებგვერდი იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ – Anonymous

„ყველა სამთავრობო ვებგვერდი იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ“, – ამის შესახებ მსოფლიოს უმსხვილესი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-მა წუხელ გვიან ღამით დაწერა და სამთავრობო ვებგვერდების გათიშვით დაიმუქრა. „პუტინის მარიონეტ ხელისუფლებას მძიმე ღამე ექნება. ყველა სამთავრობო ვებგვერდი იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ“, – წერს Anonymous. შეგახსენებთ, რომ 13 მაისის ღამე, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ღამეს ათევდნენ. პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ „რუსული […]