ლიეტუვის პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. 8 კანდიდატიდან მეორე ტურში გავიდნენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 12 მაისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხმების 44% მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ დაახლოებით 20%. მათი მონაწილეობით მეორე ტური 26 მაისს გაიმართება. ამომრჩეველთა აქტივობამ 59,4% […]

სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სამსახური ძალის გადამეტების ყველა […]

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილი პროტესტს უერთდება და უარს აცხადებენ აკადემიური პროცესის გაგრძელებაზე

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით პროტესტს და უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე, – ამის შესახებ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა განაცხადეს. მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და სამომავლოდ პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეუშლით. საზღვაო აკადემიის სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო სტუდენტების პროტესტს შეუერთდებიან და მსვლელობას მოაწყობენ. „ეს აქტი არის […]

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ – სსს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყეს. “სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

პარლამენტთან აქციაზე 20 პირი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე 20 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. “დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში […]

„ინვესტორები ჩვენს ქვეყანაზე უარს იტყვიან“ – ე.წ. „რუსული კანონის“ ეფექტი ინვესტიციებზე

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო არსებული დაძაბულობა და მისი მიღება ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ეკონომისტების და ფინანსისტების დიდი ნაწილის აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკასთან მიმართებით ინვესტიციების მოცულობა ისედაც კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სამომავლოდ კი ის კიდევ უფრო შემცირდება და საბოლოოდ შეიძლება ის შედეგი მივიღოთ, რომ ინვესტორებმა ჩვენს ქვეყანაზე საერთოდ უარი თქვან. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი […]

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 20 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან […]

ომბუდსმენი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედოს. “სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან […]

თუ ინტერესი არსებობს, მზად ვართ ვეტოს ფარგლებში კომუნიკაციისთვის – ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ თუ ინტერესი არსებობს, მზად არიან ვეტოს ფარგლებში კომუნიკაციისთვის. ამის შესახებ მან იურიდიულ კომიტეტზე ე.წ რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, თუ ამის ინტერესი არსებობს, ვეტოს ფარგლებში, ვიდრე ვეტო იქნება წარმოდგენილი, კომუნიკაცია იყოს. იცით, რომ ჩამოდიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ჩვენ საკომუნიკაციო სივრცეს ვქმნით. თუ ამის […]

13 მაისის დილას პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით, პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. დაკავებულთა შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი კი – რუსეთის. „აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა“, – წერია შსს-ს განცხადებაში. დაკავებულთა შესახებ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების […]