“თქვან, უბრალოდ, აი, დაგვირეკეს მოსკოვიდან, გვემუქრებიან” – ლუკა ნაჭყებია ოცნებაზე

შეფი ლუკა ნაჭყებია: ჩემთვის უკვე ფარსია ეს ყველაფერი. ჩემთვის უკვე გასაგებია, რომ ეს რუსული კანონი რომ არ არის საქართელოს მარგებელი. არ ვიცი, თუ რაღაც ისეთი საიდუმლოა, რაც ჩენ არ ვიცით, ხალხმა, თქვან, უბრალოდ, აი, დაგვირეკეს მოსკოვიდან, გვემუქრებიან, რომ თუ კანონს არ მივიღებტ, შემოვალთ ჯარებით… რამე ასეთი თუ ხდება, თქვან, იმიტომ, რომ არცერთი საღი აზრი არ […]
პარლამენტთან პროტესტი არ წყდება – სტუდენტთა ნაწილი აქციის მონაწილეებს უერთდება

თბილისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ძირითადად, სტუდენტები არიან შეკრებილი. მათ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ წევრები და სხვა სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტები პარლამენტთან აქციას დღეს, 19:00 საათზეც გეგმავენ. ისინი ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ წავლენ. „ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე […]
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პასუხი გასცა ბრალდებებს ხარკოვის ოლქში საველე სიმაგრეების ნაკლებობის თაობაზე

ხარკოვის ოლქში, სადაც შეტევაზე არიან გადასული რუსეთის ჯარები, გამუდმებული სროლის გამო, ყველაზე უფრო მომზადებული საველე სიმაგრეები ფრონტის ხაზიდან „გარკვეულ მანძილზეა“ აგებული. ამის შესახებ ლაპარაკია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბრიგადის გენერალ ოლექსანდრ იაკოვეცის განცხადებაში. გენერლის თქმით, პირველი ზღვარი არის თავად სამხედროების მიერ მომზადებული საფრები. ისინი საზღვრიდან ერთ-ნახევარი კილომეტრიდან ხუთ-ექვს კილომეტრამდე მდებარეობს. […]
„ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს“ – მიხაელ როთი

ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები, საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. მიხაელ როთი ამბობს, რომ ვერ ხედავს […]
ბიძინა ივანიშვილის ქონება $7 მილიარდი გახდა

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ქართველი მილიარდერის ქონება ამ დროისთვის 7 მლრდ დოლარს შეადგენს და რეიტინგში 393-ე პოზიციას იკავებს. წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, მისი ქონება 400 მლნ დოლარით გაიზარდა. ბოლო ცვლილება +25 მილიონი დოლარია; Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის საწარმოების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეგროვებით გამოიმუშავა. რუსეთში […]
„თავისით არ მოქმედებს. რასაც დაუწერენ და დაავალებენ, იმას გააკეთებს და დაწერს“ – კახა კალაძე პრეზიდენტზე

„პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან მოისმინოს ნებისმიერი არგუმენტი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. „პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის […]
„ქალები მომავლისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი, რომელიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ბიზნესფედერაზია აზიარებს შარშანდელ განცხადებას და ამბობს, რომ კვლავ რჩება საკუთარ პოზიციაზე. „ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გასული წლის მსგავსად აღნიშნულმა კანონპროექტმა […]
კახა კალაძე პრეზიდენტზე – აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს – დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად გამოიყენებს ვადებს, თუ როდის უნდა დაადოს ვეტო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადებებიდან იკვეთება, რომ ის აკეთებს იმას, “რასაც ეტყვიან და დაავალებენ”. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებისას, პროცესს მაქსიმალურად გაწელავს. „მისი განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები […]
სერგო ჩიხლაძე – მთავარი გზავნილია ის, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმას მისცემენ რუსულ კანონს, გარკვეული ზომები მიიღება, იქნება ეს გადაადგილების შეზღუდვა, ვიზის შეზღუდვა ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ

მთავარი გზავნილი არის ის, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმას მისცემენ ამ რუსულ კანონს, გარკვეული ზომები მიიღება, იქნება ეს გადაადგილების შეზღუდვა, ვიზის შეზღუდვა ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ამ კანონის მიღებას ექნება ძალიან მკაცრი შედეგები,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ […]
ხატია დეკანოიძე – ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო – საქართველოს დეკემბერში მოლაპარაკებები არ გაეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა

ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო – საქართველოს დეკემბერში მოლაპარაკებები არ გაეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ იქნება“. „ეს იყო ძალიან მყარად, ძალიან ხისტად […]