როგორ შეიძლება მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი? – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია. „არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად […]

ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას – კახა კალაძე

„მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა […]

ბრიტანეთის საელჩოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დაიხურა

თბილისში დიდი ბრიტანეთის სავიზო მომსახურების ცენტრი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მდებარეობს, უსაფრთხოების რისკების გამო დროებით იხურება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „ყურადღება! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში, ბესიკის 4 ნომერში დროებით დაკეტილია. მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ სავიზო ცენტრის ვებგვერდს – https://pos.tlscontact.com/tbs_en/“, – ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძე – ვის უთენებდნენ ღამეს გაუგებარია – სამადაშვილს, გვარამიას, მელიას თუ რომანა გოცირიძეს?! – როგორ შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას უნდოდეს რუსული მომავალი, ეს არის დიდი აბსურდი!

თუკი ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – როგორ შეიძლება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უნდოდეს რუსული მომავალი. ეს არის დიდი აბსურდი! – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მშვიდობიანად აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს, უკანონობას კი მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. „მშვიდობიანად აქციის ჩატარების უფლება […]

მაიკლ როთი – ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი – საქართველოს ნათელი მომავლის შანსს ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს

ძვირფასო მთავრობა და ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ – საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, […]

სტუდენტები 30-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში გაიფიცნენ

მასშტაბურ და უწყვეტ ანტირუსულ პროტესტში ახალგაზრდები პირველივე დღიდან არიან ჩართულები. 13 მაისს, იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატებმა რუსული კანონი მესამე მოსმენით რეკორდულად მცირე დროში მიიღეს, ქვეყნის 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ამ დროისთვის გაფიცულია შემდეგი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაწილი: · თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი · ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი · საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი […]

კალაძე: ახალგაზრდებს მივმართავ – რას ვაპროტესტებთ? ჩვენი კურსი არის ევროპა

ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ […]

კალაძე თავდასხმებზე: ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული

“ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება და ამას მოყვება რეაგირება” – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებზე ქუჩებსა და სადარბაზოებთან ჯგუფურ თავდასხმებზე. “კალაძე აბსურდულს უწოდებს ფორმულას კითხვას, აფინანსებს თუ არა თბილისის მერი აღნიშნულ თავდამსხმელებს. ეს არის სისულელე და აბსურდი, რასაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს, თუმცა არც მიკვირს კეზერაშვილის ტელევიზიამ როგორ შეიძლება სიმართლეზე […]

ივანიშვილისა და სხვა ლიდერების სანქცირება – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

ევროპარლამენტარები, ტაის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ მყისიერი სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოო მიღების წინ ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს შემდეგი […]

,, ჩემს ძილს თუ ელოდებოდით, კიდევ შემიძლია 15 საათი პრინციპულად, უშიშრად და მტკიცედ ვიძინო…” – ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც საპროტესტო აქციების წამყვანიც არის, წერს: ,,ზუსტად ორი საათი წავუძინე და გაფიცულან სტუდენტები მთელს საქართველოში! ❤️ ჩემს ძილს თუ ელოდებოდით, კიდევ შემიძლია 15 საათი პრინციპულად, უშიშრად და მტკიცედ ვიძინო ევროპული მომავლისთვის!:)))))) ❤️”