ანა დოლიძე – ევროკავშირი ფიქრობს პასუხის მთელ პალიტრაზე – დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, ინდივიდუალური სანქციებით იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა მოუწევთ

ევროკავშირი ფიქრობს პასუხის მთელ პალიტრაზე – დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, მათ შორის, ინდივიდუალური სანქციებით იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც მოუწევთ ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან მთავარი […]
ნიკა გვარამია – შეუძლებელია ვინმემ მოგვატყუოს, რომ ამგვარი კანონები, ისეთი ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს, ქუჩებში ახალგაზრდების ცემა-ტყეპა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარა თავსებადია ევროკავშირთან

ევროპული ინსტიტუციების და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კარი დახურულია! – ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გვარამიას თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ მოხდება. “ის თუ რას გააკეთებენ […]
როთი: ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამის შესახებ მან ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის წევრი მკაფიო გზავნილის გასაგზავნად. ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები და ერთგული ვართ იმის, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია. ეს კი ნიშნავს, […]
თინა ბოკუჩავა – რუსული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება – ერთადერთი პრინციპული მოთხოვნა, რაც აქვს ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს, არის აღნიშნული კანონის გაწვევა და მისი აღარასდროს დაბრუნება

რუსული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. ერთადერთი პრინციპული მოთხოვნა, რაც უნდა გვქონდეს და, აქვს კიდეც, ქართველ ხალხს, საქართველოს მეგობრებს, ისევე როგორც სრულ ოპოზიციურ სპექტრს, არის აღნიშნული კანონის გაწვევა და მისი აღარასდროს დაბრუნება, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, უნდა წარმოადგინოს თუ არა პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადების […]
პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებულო კოლონა შეუერთდა

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებულო კოლონა შეუერთდა. პარლამენტისკენ მიმავალმა სტუდენტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ისინი სკანდირებენ:”საქართველო”, „სად მივდივართ? – ევროპაში”. პროტესტი მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე, წარმოდგენილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. რუსთაველის გამზირზე სტუდენტების მისვლას, ადგილზე მყოფი მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.
სერგეი ლავროვი – თუ დასავლეთს უკრაინისთვის ბრძოლის ველზე ბრძოლა სურს, რუსეთი ამისთვის მზადაა

თუ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, უკრაინის კრიზისი ბრძოლის ველზე გადაჭრან, მაშინ მოსკოვი ამისათვის მზად არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ეს მათი უფლებაა, თუ სურთ ბრძოლის ველზე ყოფნა, იქნებიან ბრძოლის ველზე”, – აღნიშნა ლავროვმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მის ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით ფედერაციის საბჭოში მიმდინარე კონსულტაციების დროს. უკრაინის საკითხზე შვეიცარიაში დაგეგმილ […]
ბადრი ჯაფარიძე – რაც არ უნდა ითვალთმაქცოს „ქართულმა ოცნებამ“, გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს, გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ

რაც არ უნდა ითვალთმაქცოს „ქართულმა ოცნებამ“, გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მცდელობა, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას […]
ვერ ვხედავ შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას, თუ ეს კანონი იქნა მიღებული – როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომელიც თბილისში იმყოფება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, შეაჩეროს რუსული კანონის. ის მხარდაჭერას უცხადებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და იმეორებს, რომ თბილისა ევროპის ნამდვილი დედაქალაქი. როთი ამბობს, რომ ვერ ხედავს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას თუ რუსულ კანონს პარლამენტი მიიღებს. ცნობისთვის, თბილისში იმყოფებიან ევროპელი პარტნიორები – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის […]
ვიდეო – როგორ სცემს ათეულობით პოლიციელი ერთ მოქალაქეს

ნატა ქაჯაია, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს დილანდელი დარბევიდან: http://
,, უჩას (აბაშიძე) ქეისმა, რეალურად ძალიან დააზიანა ხელისუფლება” – იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი, იაგო ხვიჩია: ,, “უჩა იმიტომ კი არ დაუჭერიათ, რომ ჰოუმპორნოს იღებდა. ამას, როგორც თავად ამბობენ, 2019 წლიდან აკეთებდა. პოლიტიკურად რომ გააქტიურდა, იმიტომ დაიჭირეს. ანუ, რა მოხდა ჩემი წარმოდგენით: შეძვრნენ კომპიუტერში, იპოვეს მასალა და მიხვდნენ, რომ რეპუტაციულად დაზიანება შეეძლოთ, რის შემდეგაც ყველას დაავიწყდებოდა ამ თემის “პოლიტიკურობა”. თუმცა, მხოლოდ ჰოუმპორნოს გამო, პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დაჭერა […]