თვალისმომჭრელი დები – ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ცხოვრება დუბაისა და ლოს-ანჯელესში – Marao

ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები ბავშვობიდან ექცეოდნენ ყურადღების ცენტრში, რაც მათი ცნობილი ოჯახით იყო გამოწვეული. მათი ბებია და ბაბუა მსახიობები, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი არიან, დედა და მამა კი – გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე. ნათია ბანძელაძე ჟურნალისტია და წლების მანძილზე მუშაობდა ამ მიმართულებით, ის “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო, 2010 წლიდან კი პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის […]

,, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე. ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ. ძალა ერთობაშია!”

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ – უნივერსიტეტი ივანიშვნილის აშენებულია

ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აშენებულია და აფინანსებს, რუსული კანონის წინაანღმდეგ იბრძვის. უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო. “გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ კიუ-ს სტუ­დენ­ტე­ბი დგა­ნან იქ, სა­დაც დგას თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სა­ერ­თო სტუ­დენ­ტურ პრო­ტესტს და ვტო­ვებთ აუ­დი­ტო­რი­ებს იქამ­დე, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ე.წ. „გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს” […]

„ამ მთავრობამ ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანა – მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“ – დათო ოქტიაშვილის განცხადება

„როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვინმეს უნდოდეს რუსეთი და რუსული კანონი?! ამ მთავრობამ ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანა – მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“ კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ თავის აზრს აფიქსირებს: „ვფიქრობ, ეს ახალგაზრდები დაფიქრდებიან, თუ ვის გვერდით დგანან. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვინმეს უნდოდეს რუსეთი, რუსული კანონი?! როგორ […]

სტარტაპერები კანონპროექტთან დაკავშირებით მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. სტარტაპერები დეპუტატს მიმართავენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, დოკუმენტთან დაკავშირებული გამოწვევები და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ. სტარტაპერების ამ მოწოდებას ეკოსისტემის დიდი ნაწილი უერთდება, მათ შორის ის პირები, რომელთაც ათი დღის წინ გავრცელებულ განცხადებას ღიად დაუჭირეს მხარი. “პარლამენტარი მარიამ ლაშხი […]

პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულ სცენაზე სიტყვით გამოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კანონპროექტი არის რუსული, რაც ქართველი ხალხის საერთო განაცხადს, რომ ქვეყანა გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრი სახელმწიფო, ეწინააღმდეგება. სტუდენტები, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან, აქციას ეტაპობრივად შეუერთდნენ.

ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ

ქუთაისში საპროტესტო აქცია მსვლელობით გრძელდება. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს. „საქართველო“, „არ რუსულ კანონს“, – სკანდირებენ ოფისთან მისული აქციის მონაწილეები. ისინი საყვირებით და შეძახილებით მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მსვლელობა დღის ბოლოს ქუთაისის მერიის შენობასთან გადაინაცვლებს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შშმ პირები მსვლელობით შეუერთდებიან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ დღეს, 18:30 საათზე, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან: “დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს. ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ […]

,, არსებული ინფორმაციით მას ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,გამომდინარე იქედან, რომ ძალიან მაგრად ჩაისვარეს გუშინდელ მიტინგზე რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რაც ოპოზიციონერმა იაგო ხვიჩიამაც კი დაადასტურა, ახლა დარჩათ ერთადერთი იმედი – გამთენიისას საქართველოში ჩამოდის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც სანქციების დაწესების მთავარი კოორდინატორია. არსებული ინფორმაციით მას ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების და როდესაც ხვალ […]

გამოვაფხიზლოთ ვაკე – დღეს, 18:00 საათზე, ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

გამოვაფხიზლოთ ვაკე – ამ სახელწოდებით დღეს, 13 მაისს, 18:00 საათზე თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. “მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე. ვიკრიბებით მთავარ შესასვლელთან ჭავჭავაძის მხრიდან”